ცნობილი ექიმის 20 წლის ვაჟი დაბადების დღეზე მოკლეს - მშობლები

ცნობილი ექიმის 20 წლის ვაჟი დაბადების დღეზე მოკლეს

2022-07-28 17:26:22+04:00


ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. 
"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარდაცვლილი მი­რი­ან კუ­კა­ვაა, რომელიც მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა.
მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ცნო­ბი­ლი ენდოკრინოლოგის, ნინო ვა­შა­კი­ძის შვი­ლია. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რად­გან მან მი­მალ­ვა მო­ას­წრო.
"და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და ვი­ღა­ცამ გა­უ­ყა­რა დანა გულ­ში. არჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წე­სე­რი, თბი­ლი, ტკბი­ლი ბავ­შვი" - ამბობს ტვ პირველთან საუბარში ერთ-ერთი მეზობელი.