ცნობილი შეფმზარეული ლევან კობიაშვილი მესამე შვილის მამა გახდა. მას და მის რჩეულ ნინა ილურიძეს ქალიშვილი ეყოლათ, რომელსაც ელენე დაარქვეს.
ნინასთვის ელენე მეორე შვილია - მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს.
ლევანს კი წინა ქორწინებაში ორი ვაჟი ჰყავს. მას გოგონაც ჰყავდა, რომელიც 4 წლის ასაკში დაიღუპა.
