ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს - მშობლები

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

2022-07-29 07:30:38+04:00
ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. უც­ნო­ბია, აღ­ნიშ­ნუ­ლებს შო­რის არის თუ არა პირი, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდას ცივი ია­რა­ღით გულ-მკერ­დის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის და­სად­გე­ნად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გუ­შინ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მცხე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში იმ ახალ­გაზ­რდე­ბის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ­ლებ­საც მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. განაგრძეთ კითხვა