4-დან 7 აგვისტომდე შესაძლებელია საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერტურამ 3-5 გრადუსით დაიკლოს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განგვიცხადა:
- 31 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რაიონში, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სანაპირო რაიონებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოასალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ასევე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებში 28-31 გრადუსი, დაბლობ და მთიან რაიონებში 31-33 გრადუსია მოსალოდნელი. იმერეთისა და რაჭის მაღალმთიან რაიონებში კი 28-30 გრადუსია ნავარაუდევი. რაც შეეხება გურიის მაღალმთიან რაიონს, ბახმაროს, მაქსიმალური ტემპერატურა 20-23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მაღალი იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 30-35 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, მთიან რაიონებში 29-31 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, 26-28 გრადუსამდე, ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე 20-დან 22 გრადუსამდე იქნება.

აგვისტოს დასაწყისში კი, შესაძლებელია ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე ხასიათის წვიმა აღინიშნოს, რომელიც ტემპერატურაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს. ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება, სანაპირო რაიონებში ისევ 28-30 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ სქართველოში, მათ შორის დედაქალაქში აგვისტოს დასაწყისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, მაგრამ 4 აგვისტოს ჩათვლით 33-35 გრადუსამდე სითბო იქნება. 5-დან 7 აგვისტომდე კი საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ეს შავი ზღვის ჩრდილო რაიონებიდან შემომავალი შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით იქნება განპირობებული. იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმა და ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 3-5 გრადუსით დაიკლებს. თბილისში 4 აგვისტოს ჩათვლით 33-35 გრადუსი ნარჩუნდება. ღამის ტემპერატურა დედაქალაქში 20-22 გრადუსია მოსალოდნელი. 7 აგვისტოს ჩათვლი ხანმოკლე წვიმაც შესაძლებელია. 5 აგვისტოდან 7 აგვისტომდე კი 28-30 გრადუსის ფარგლებში იქნება. გლობალური რუკების გაანალიზებით, აგვისტოში შესაძლოა წალკეულ დღეებში ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსითაც მოიმატოს.
თამარ იაკობაშვილი