"ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იყო, 2 მაშველი და 2 მედიკოსი..." - შსს-ს ინფორმაცია გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე - მშობლები

"ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იყო, 2 მაშველი და 2 მედიკოსი..." - შსს-ს ინფორმაცია გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

2022-07-29 16:25:47+04:00
გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან და ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რე­ბენ.

დღეს, გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის დროს, 2 პირი კლდო­ვან ფერ­დობ­ზე ჩა­მო­ვარ­და. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩა­ერ­თო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და.

ამ ეტაპ­ზე, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სი.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ნაგ­რძობს პა­რაპ­ლა­ნის ინ­სტრუქ­ტო­რის, თან­მხლე­ბი მგზავ­რის და ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი პი­რე­ბის სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს".