გუდაურში დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ყველა მათგანი დაიღუპა.
ბორტზე იმყოფებოდნენ:
მფრინავები - ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე.
ექიმები - ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი
მაშველები - კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი.
განაგრძეთ კითხვა