ქველმოქმედებაზე დახარჯული 95 000 ლარი და შვილიშვილების ანაბარზე გადარიცხული თანხა - რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე - მშობლები

ქველმოქმედებაზე დახარჯული 95 000 ლარი და შვილიშვილების ანაბარზე გადარიცხული თანხა - რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე

2022-08-08 08:39:46+04:00
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მო­ვა­ლე­ო­ბას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია შე­ას­რუ­ლებს. მი­ნის­ტრის თქმით, გამ­ყრე­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2022 წლის მა­ის­ში შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნულ პოსტზე მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ერთ წელ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 140 206 ლარი მი­ი­ღო.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამი­რან გამ­ყრელ­ძის სა­ხელ­ზეა მხო­ლოდ ერთი ბინა თბი­ლის­ში. კერ­ძოდ, 1973 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მუ­ლი სახ­ლი, რომ­ლის ფარ­თო­ბი 40 კვ.მ-ია.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბას, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მე­უღ­ლეს, 2017 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის 50%. სა­უ­ბა­რია, თბი­ლის­ში ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახლზე. გარ­და ამი­სა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მე­უღ­ლე ფლობს 1990 წელს, ერ­თობ­ლი­ვად აშე­ნე­ბულ 1 200 კვ.მ ფარ­თო­ბის აგა­რაკს კვე­სეთ­ში, რა­შიც 15000 მა­ნე­თი და­ხარ­ჯა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ფლობ­და:

"ბა­ზის ბან­კის“ სა­ხელ­ფა­სო­ზე - 2 327 ლარს;

"თი-ბი-სი ბან­კის“ ანა­ბარ­ზე - 17 246 აშშ დო­ლარს, სა­ხელ­ფა­სო­ზე - 3 568 ლარს და 2 186 აშშ დო­ლარს;

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ანა­ბარ­ზე - 23 088 აშშ დო­ლარს, სა­ხელ­ფა­სო­ზე - 5 078 ლარს, მიმ­დი­ნა­რე­ზე - 2 702 დო­ლარს; განაგრძეთ კითხვა