"მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე - მშობლები

"მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა, ჟანაზე ძალადობისთვის ციხეშიც იჯდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

2022-08-15 05:00:27+04:00
ambebi.ge - მა გა­არ­კვია თბი­ლის­ში, 34 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის დე­ტა­ლე­ბი.

გუ­შინ, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ჟანა ხა­ლი­ლო­ვა ცივი ია­რა­ღით მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, და­ნა­შუ­ლი მის­მა არას­რულ­წლო­ვან­მა შვილ­მა მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით ჩა­ი­დი­ნა.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­გო­ბა­რი გვიყ­ვე­ბა, ჟა­ნას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მე­უღ­ლეს­თან, რო­მე­ლიც ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის წარ­სულ­ში გა­სა­არ­თლე­ბუ­ლიც კი იყო.

მისი თქმით, ჟანა ხა­ლი­ლო­ვა და მისი მე­უღ­ლე ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ, მათი შვი­ლე­ბი­დან ბიჭი მა­მას­თან, ხოლო 13 წლის გოგო დე­დას­თან ცხოვ­რობ­და.

"ჟა­ნას­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ვმე­გობ­რობ­დით. რა მოხ­და არ ვიცი, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ეს მის­მა მე­უღ­ლემ ჩა­ი­დი­ნა, და­გეგ­მა და შემ­დეგ შვილს შე­ას­რუ­ლე­ბი­ნა. მე­უღ­ლეს­თან ჟა­ნას პრობლმუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ. მის შვილს რაც შე­ე­ხე­ბა, ცოტა ონა­ვა­რი ბიჭი იყო, ის მა­მას­თან ცხოვ­რობ­და და დე­დას ხში­რად ხვევ­და პრობ­ლე­მებ­ში. განაგრძეთ კითხვა