როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი - მშობლები

როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

2022-08-15 08:18:43+04:00
საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

ნებისმიერი სიახლისა და ცვლილების შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იქამდე კი შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად ივნისის ბოლოს სრულდება ხოლმე და ოფიციალურად ბაღები უქმე დღეებში დაისვენებენ. ესენია:
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით კი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

თამარ იაკობაშვილი


altრა სიახლეები დაგხვდებათ სექტემბრიდან სკოლებში