როდის მიიღებენ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს - სამინისტროს განმარტება - მშობლები

როდის მიიღებენ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს - სამინისტროს განმარტება

2022-08-19 10:47:56+04:00
2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება და არსებული ინფორმაციით, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. უკვე რამდენიმე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. დავინტერესდით, წელს როდიდან გადაეცემათ მოსწავლეებს წიგნები:

"15 სექტემბრამდე წიგნები აბსოლუტურად ყველა სკოლას გადაეცემა. გარკვეული ნაწილი, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე გადაცემულია და ეტაპობრივად სახელმძღვანელოებს სხვა სკოლებიც მიიღებენ." - განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან მე-10 კლასის ყველა სახელმძღვანელო იცვლება და მოსწავლეები განახლებული წიგნებით შეძლებენ კონკრეტული საკითხების გავლას. გრიფირება ასევე შეეხო მე-9 კლასის ერთ სახელმძღვანელოს.

უფრო კონკრეტულად, რა სიახლეები დაგხვდებათ სექტემბრიდან სკოლებში, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი