ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს - მშობლები

ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმეზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

2022-08-26 06:41:02+04:00
ბა­თუმ­ში, გუ­შინ და­ა­კა­ვეს 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ვერ­სი­ით, მე­ზო­ბელ, 11 წლის ბიჭს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­პა­ტი­უ­რებ­და.

სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე ბა­თუ­მის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ში, მსხვერ­პლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მე­ზობ­ლად ქი­რით, მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ასე­ვე ქი­რით ცხოვ­რობ­და მსხვერ­პლი ბი­ჭუ­ნა დე­დას­თან ერ­თად.

დღეს სა­ზა­რელ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ მა­მა­კაცს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­უ­ტარ­დე­ბა.

alt"პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა" - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ