„ბავშვის ხმით არავინ უნდა შეწუხდეს“ - რუსეთმა, მსოფლიოში პირველმა, ბორტზე ბავშვების დაშვება შეზღუდა - მშობლები

„ბავშვის ხმით არავინ უნდა შეწუხდეს“ - რუსეთმა, მსოფლიოში პირველმა, ბორტზე ბავშვების დაშვება შეზღუდა

2022-08-28 08:59:46+04:00


თვითმფრინავით მგზავრობა პატარა ბავშვისთვის ძალზედ არაკომფორტულია.
ყურებში ტკივილი, ფრენის დამღლელი ერთფეროვნება, ემოციების კონტროლის უუნარობა - ეს ყველაფერი ბორტზე მყოფი პატარების ჭირვეულობას იწვევს, რაც სავსებით ბუნებრივია.
თუმცა ისინი, ვინც ბავშვების გარეშე მგზავრობენ, ხშირად აპროტესტებენ ატირებული ბავშვების გვერდით არაკომფორტულ მგზავრობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფრენა ხანგრძლივია. ამის გამო მსოფლიოში არაერთ ავიაკომპანიას ჰქონია თვითმფრინავში „წყნარი ზონების“ შემოღების მცდელობა. ანუ თვითმფრინავში იქნებოდა ზონები, სადაც მხოლოდ ბავშვების გარეშე შეეძლებოდათ მგზავრობა. ყველა ასეთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ზედმეტის გადახდაზეც თანახმა იყო, იმთავითვე ეს გადაწყვეტილება არაჰუმანურად და დისკრიმინაციულად გამოაცხადეს.
რუსეთში კი დაინიშნა რეისი, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ ყოფილა - ეს ბავშვებისგან სრულიად „თავისუფალი“ რეისია. ე.წ. „ჩაილფრიდ“.
რუსული რადიოსადგურის ინფორმაციით, 2 წლამდე ბავშვებს ბორტზე არ დაუშვებენ. „ბავშვებისგან თავისუფალი“ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჩარტერული რეისია. ასაკობრივ შეზღუდვას კი ავიაკომპანია დამკვეთის მოთხოვნით ხსნის.
„ეს ჩარტერული რეისია ირკუტსკი - მირნი - ირკუტსკი. ასაკობრივი შეზღუდვა დამკვეთმა დააწესა, ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში.