"ძმის ღიმილი, სხვაგვარი სითბო და სილაღე - თითქოს გულის ნაკვეთური თქვენთან ერთად მოკვდა" - რას წერენ ახლობლები და მეგობრები რაჭაში გარდაცვლილ ძმებზე? - მშობლები

"ძმის ღიმილი, სხვაგვარი სითბო და სილაღე - თითქოს გულის ნაკვეთური თქვენთან ერთად მოკვდა" - რას წერენ ახლობლები და მეგობრები რაჭაში გარდაცვლილ ძმებზე?

2022-08-28 17:21:12+04:00
ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 27 აგ­ვის­ტოს, რა­ჭა­ში, სა­დაც ავა­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ძმე­ბი - ნიკა და თორ­ნი­კე გაგ­ნი­ძე­ე­ბი ეს­ხვერ­პლნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ახ­ლობ­ლის თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ი­ჩე­ხა, რის შე­დე­გა­დაც 29 და 26 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

"ბი­ჭე­ბი რა­ჭი­დან იყ­ვნენ, თუმ­ცა "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" გა­ი­ზარ­დნენ, ორი­ვე ძმა ერ­თა­მენთზე უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, უბო­რო­ტო, უკე­თილ­შო­ბი­ლე­ბი. უმ­ცროს ძმას - ნი­კას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა", - გა­ნა­ცხა­და ძმებ გაგ­ნი­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბელ­მა.

ნიკა გაგ­ნი­ძე ან­სამ­ბლ "ძი­რი­ა­ნის“ წევ­რი იყო, რო­გორც ირ­კვე­ვა, ფოლკ­ლო­რულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ჯგუფ "ძი­რი­ა­ნის" ყო­ფი­ლი წევ­რი იყო თორ­ნი­კეც.

"ან­სამ­ბლი "ძი­რი­ა­ნი" ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ან­სამ­ბლის შე­უც­ვლე­ლი წევ­რი, ნი­კო­ლოზ გაგ­ნი­ძე და ამა­ვე ან­სამ­ბლის ყო­ფი­ლი წევ­რი, ნი­კუ­შას ძმა, თორ­ნი­კე გაგ­ნი­ძე. უბო­რო­ტო, გულ­წრფე­ლი და სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნე­ბი. მად­ლო­ბა, ბი­ჭე­ბო, სიმ­ღე­რის­თვის, მე­გობ­რო­ბის­თვის და კა­ცო­ბის­თვის! ნა­თე­ლი და სან­თე­ლი არ მო­აკ­ლდეს თქვენ ტკბილ სუ­ლებს", - ვკი­თხუ­ლობთ ჯგუფ "ძი­რი­ა­ნის" სამ­ძიმ­რის გან­ცახ­დე­ბა­ში. განაგრძეთ კითხვა