"წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია, ძალიან ბევრი სწავლაა..." - როგორ ულოცავენ შვილებს გასტუდენტებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მშობლები

"წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია, ძალიან ბევრი სწავლაა..." - როგორ ულოცავენ შვილებს გასტუდენტებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები

2022-08-30 20:06:46+04:00
დღეს გამოქვეყნდა შედეგები, თუ ვინ, სად და როგორი შედეგებით მოხვდა უნივერსიტეტში. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ახალგასტუდენტებული ახალგაზრდებისა და მათი მშობლების პოსტები. საყოველთაო აჟიოტაჟს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, რომელთა შვილებიც ასევე გახდნენ სტუდენტები წელს.

მომღერალ აჩიკო გულედანისა და ყოფილი ტელეწამყვანის ნინი ბუკიას ქალიშვილი, გადაცემა "ჩათის" წამყვანი მარიამ გულედანი წელს აბარებდა და სტუდენტი გახდა. დედამ ქალიშვილს შემდეგი პოსტით მიულოცა ეს ფაქტი:
"ესეც ასე. წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია, ძალიან ბევრი სწავლაა. აბა, შენ იცი, დე. ჩიკა სტუდენტი".

ასევე სტუდენტი გახდა ლელა წურწუმიას ქალიშვილი მარიამი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.
"ძალიან მნიშვნოლოვანი დღეა შენთვის. შენი ცხოვრების ახალი, ძალიან მაგარი პერიოდი დაიწყო, წარმატებები, ჩემო მარიკო. შენსავით ლამაზ და ფერად ცხოვრებას გისურვებ, ჩემო სიყვარულო. დიდი მადლობა ეკა გიგაურს და ნინო დათეშიძეს (მარიკოს პედაგოგებს)", - წერს ლელა წურწუმია.

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი მარიამ კორახაშვილიც სტუდენტი გახდა. მან ვებსტერის უნივერსიტეტში ჩააბარა. 
"ჩემი... წარმატებები, დე..." - წერს ნინო ჩხეიძე.