ახალი სამუშაო თუ სასწავლო წლის დასაწყისი ერთ-ერთი საუკეთესო დროა ტექნიკის შეძენისა თუ განახლებისთვის. თუმცა, საჭიროებისა და სურვილის მიუხედავად, არასაკმარისი თანხის გამო, ამას ხშირად ვერ ვახერხებთ.
თანხა ბარიერად წელს ნამდვილად არ გექცევათ, რადგან ტექნიკის მაღაზია „უნიკომი“ მომხმარებლებს გასაოცარ ფასდაკლებას სთავაზობს. მეტიც, ამ შესაძლებლობის გამოყენებით, იმდენად დიდ თანხას დაზოგავთ, რომ თავს დამატებითი პროდუქტების ყიდვის უფლებასაც კი მისცემთ.
„უნიკომის“ ეს აქცია „ჰუალინგ პლაზას“ ფილიალში 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. აქ მოსულ მომხმარებლებს საოჯახო, კომპიუტერული თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ტექნიკის უდიდესი არჩევანი დახვდებათ. დაზოგილი თანხით კი შეძლებენ ხელს უთო, ფენი, მიქსერი, ტოსტერი, წვენსაწური, ყავის აპარატი და სხვა უამრავი პროდუქტი წააყოლონ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „უნიკომი“, საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ჯამში 8 ფილიალს აერთიანებს. მაღაზიები თბილისში, ბათუმში, ზესტაფონსა და ქუთაისშია განთავსებული. კომპანია Samsung-ის, Apple-ის, Lenovo-ს, Toshiba-ს, Midea-ს, Philips-ის, Asus-ის, HP-ისა და მსოფლიოში წამყვანი სხვა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა.
ასე რომ, ეწვიეთ
„უნიკომს“ „ჰუალინგ პლაზაში“, ჯ. ლეჟავას 22-ში და ახალი ტექნიკით გაანებივრეთ თქვენი თავი და ახლობლები.
R