ვალერი მელაძის ქალიშვილი გათხოვდა - ფოტოები სოფიკო მელაძის ოფიციალური ქორწინებიდან - მშობლები

ვალერი მელაძის ქალიშვილი გათხოვდა - ფოტოები სოფიკო მელაძის ოფიციალური ქორწინებიდან

2022-09-03 06:29:01+04:00
ვალერი მელაძის შუათანა ქალიშვილი, 23 წლის სოფიკო მელაძე გათხოვდა. მისი რჩეული სავა ბაიბაკოვია, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ოფიციალური ქორწინების ფოტოები ინსტაგრამზე მელაძის უმცროსმა ქალიშვილმა არინამ გამოაქვეყნა.

სოფიკოს კრემისფერი კაბა ეცვა, სიძე კი კლასიკური სმოკინგით გამოცხადდა. 
mshoblebi
mshoblebi
ქორწინების ცერემონია მოსკოვში შედგა, სადაც ცხოვრობენ მელაძის ყოფილი ცოლი და ქალიშვილები. მელაძეს პირველ ცოლთან სამი ქალიშვილი ჰყავს.
mshoblebi
არინა და ინგა მელაძეები დის ქორწილში

ის და მისი მეუღლე 20-წლიანი ქორწინების შემდეგ 2009 წელს გაიყარნენ. მიზეზი ვალერის რომანი იყო მომღერალ ალბინა ჯანაბაევასთან, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მელაძე ოფიციალურ ქორწინებაში იყო, მას ვაჟი გაუჩინა. შვილს ალბინა და ვალერი დიდხანს მალავდნენ. ახლა ალბინა და ვალერი ერთად ცხოვრობენ, ცოტა ხნის წინ ქალიშვილიც შეეძინათ და შვილებს ერთად ზრდიან.