"ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა, სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო" - ვინ არის სანდრო მამუკელაშვილი, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს - მშობლები

"ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა, სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო" - ვინ არის სანდრო მამუკელაშვილი, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს

2022-09-05 08:57:59+04:00
საქართველოში მიმდინარე დიდ საკალათბურთო საკალათბურთო ჩემპიონატზე - ევრობასკეტზე, განსაკუთრებით გაიბრწყინა ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა. საქართველო-თურქეთის თამაშის შემდეგ კი ყველა მის ფოტოს აზიარებდა. გავიცნოთ უფრო ახლოს ქართველი სპორტსმენი.

მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე „სანდრო“ მამუკელაშვილი, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ვარსვლავი (მილუოკი ბაქსში თამაშობს) და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, 1999 წლის 23 მაისს დაიბადა ნიუ-იორკში, ხოლო გაიზარდა თბილისში. მისი ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძ კალათბურთელად კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა მიჩნეული.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისას ქართველი კალათბურთელი ჩიკაგოში იმყოფებოდა მის დეიდასთან, ცნობილ პიანისტ ეთერ ანჯაფარიძესთან. მისი ძმა, დავითი კი ამჟამად ინგლისურის მასწავლებელია ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში.

14 წლის ასაკში გადავიდა ბიელაში, იტალიაში და სწორედ იქ ჩააბარა უმაღლეს სკოლაში. იქვე თამაშობდა გუნდში და ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა საკუთარ გუნდს. 2016 წელს სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და საკალათბურთო სასწავლებელში, მონტვერდეს აკადემიაში ჩააბარა. კოლეჯში ნიუ-იორკ ნიქსის კალათბურთელ არ-ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა. მონტვერდეში ყოფნისას ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა ქართველის მენტორი გახდა და მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი მოთამაშე, მათ შორის სტეფან კარი გააცნო.
mshoblebi
საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერული სვლის შემდეგ, 2021 წლიდან მოხვდა NBA-ს გუნდში "მილუოკი ბაქსში" და ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნევა. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივლისში შედგა 2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„საქართველოს ნაკრების მატჩებზე ყოველთვის დავდიოდი. ძალიან მსურდა ნაკრების ფორმით მეც მეთამაშა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო 2018 წლამდე ეს შეუძლებელი იყო.
ვიქტორ სანიკიძე ჩემი ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი იყო. მამაჩემს ნაკრების ყველა მატჩზე დავყავდი და ცინცაძე-სანიკიძის ალეი უპებს რომ ვუყურებდი, მეც ვცდილობდი ვარჯიშებზე იგივე გამემეორებინა.
mshoblebi
ბავშვობაში, ძმასთან ერთად

ამერიკის მოქალაქე ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, 18 წლის რომ გახდები თავად გადაწყვიტე, ჩვენ კი ყოველმხრივ მხარში დაგიდგებითო. ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა და მივიღე ქართული პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 14 წლისა წავედი, თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი. ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა, სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო“, - ამბობს სანდრო და დასძენს, - „ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, ასეთი აგრესიული არ ვიყავი. სათამაშო აგრესიას ვგულისხმობ. იქ მივხვდი, რომ არ შეიძლება იფიქრო – ეს ჩემი მეგობარია და ჩავაგდებინო.
მოედანზე სხვა ადამიანი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემს საქმეს მე თუ არ გავაკეთებ, სათადარიგოთა სკამიდან ვინმე შემოვა და ის გააკეთებს. წყნარი თამაშით არაფერი გამოდის. თუ მენტალურად ძლიერი არ ხარ, უბრალოდ გატყდები, ამერიკაში ვერ ითამაშებ, რადგან ყველას უნდა შენ რაც გაქვს, ის წაიღოს.
იყო სიტუაცია, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ზაზა ფაჩულიას ვესაუბრე. ფასეული რჩევა მომცა – გული არასოდეს გაიტეხო და შენი საქმე ყოველთვის ბოლომდე გულით აკეთეო”.
mshoblebi
სანდრო და დავით მამუკელაშვილები


altრატი ანდრონიკაშვილის გზა სპორტში და შეყვარებული ცნობილი ოჯახიდან - ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერის მიზანი