რატი ანდრონიკაშვილის გზა სპორტში და შეყვარებული ცნობილი ოჯახიდან - ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერის მიზანი - მშობლები

რატი ანდრონიკაშვილის გზა სპორტში და შეყვარებული ცნობილი ოჯახიდან - ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და კარიერის მიზანი

2022-09-05 09:18:55+04:00
ქართული კალათბურთის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კა­ლათ­ბურ­თის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­საც უწო­დე­ბენ, 2001 წლის 19 მარტს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა 35-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. სი­მაღ­ლე­ში 1.93 სმ და წო­ნით 84 კგ. ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის წევ­რია. წარ­სულ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის, ასე­ვე 16-წლამ­დელ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი გახ­ლდათ.

2022 წლის მარ­ტში BIG EAST-ის კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნალ­ში თა­მა­ში­სას ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა, უკ­რა­ი­ნის დრო­შით ამ ქვეყ­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტა, რო­მელ­საც "კრე­ი­ტონ­ში" მისი ლი­ე­ტუ­ვე­ლი გუნ­დე­ლი მო­დეს­ტას კან­ცლე­რი­სი შე­უ­ერ­თდა.

"ჩემი მი­სი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ხალ­ხმა გა­ი­გოს ამ ომის შე­სა­ხებ! მოდი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რომ ეს აღარ გა­მე­ორ­დეს", - წერ­და ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ტვი­ტერ­ზე.

რა­ტის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან დო­სი­ე­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჰყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა, ტეზი და ბო­რი­სი. კა­რი­ე­რის მი­ზა­ნია იყოს სა­უ­კე­თე­სო, რაც კი შე­უძ­ლია. საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი კი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩია. სჯე­რა რომ ბრედ პიტი მას ფილმში ათა­მა­შებს, ოც­ნე­ბის ვახ­შამ­ზე კი სტუმ­რად ჯიმ კე­რის მო­იწ­ვევ­და.

დე­დის რჩე­ვაა, იყოს ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი. საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია "მო­ხუ­ცი და ზღვა“.

რატი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ოთხ ენა­ზე სა­უბ­რობს - ინ­გლი­სუ­რი, ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და ეს­პა­ნუ­რი. მისი შთა­გო­ნე­ბა ბა­ბუაა. საყ­ვა­რე­ლი სუ­პერ­გმი­რი კი "სპა­ი­დერ­მე­ნი".

რატი ამ­ჟა­მად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. ჰყავს ქარ­თვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ელე­ნე შე­ლია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლია. ელე­ნეს მამა ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მურ­თაზ შე­ლი­აა, დედა კი მო­დე­ლი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია. განაგრძეთ კითხვა


alt"ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა, სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო" - ვინ არის სანდრო მამუკელაშვილი, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს