16-შვილიანი ოჯახი, რომელიც უზარმაზარ სახლში ცხოვრობს და 20-ადგილიანი ავტობუსი ჰყავს: "მალე მე-17 შვილი გვეყოლება... 20 შვილის გაჩენა მსურს" - მშობლები

16-შვილიანი ოჯახი, რომელიც უზარმაზარ სახლში ცხოვრობს და 20-ადგილიანი ავტობუსი ჰყავს: "მალე მე-17 შვილი გვეყოლება... 20 შვილის გაჩენა მსურს"

2022-09-06 09:42:14+04:00


40 წლის პეტი ერნანდესი და მისი 39 წლის მეუღლე, კარლოსი ჩრდილოეთ კაროლინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და კონტრაცეფციას აქტიურად ეწინააღმდეგებიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ იმდენი შვილი უნდა გააჩინონ, რამდენსაც ღმერთი მისცემთ. სწორედ ამიტომ, ქალი თითქმის ყოველ წელს ორსულაადაა. ახლა 6 ვაჟსა და 10 ქალიშვილს ზრდიან, აქედან სამი ტყუპია.
ბავშვებს შორის ყველაზე პატარა გასულ გაზაფხულს დაიბადა. პეტი ამბობს, რომ მაშინ იგრძნო, კიდევ გააჩენდა შვილს. ასეც მოხდა - ქალი ახლა ორსულობის მე-13 კვირაშია.

მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია და უხარია, რომ მალე მე-17 შვილს მოავლენს ამ ქვეყნად. ქალს სურს, რომ ვაჟები გააჩინოს, რომ მათ ოჯახში ბავშვთა ორივე სქესის თანაბარი რაოდენობა იყოს.

mshoblebi

პეტი ამბობს, რომ ამ არჩევანის გამო ხშირად აკრიტიკებენ და იმასაც აღნიშნავს, რომ სხვების აზრი არ აინტერესებს. ფიქრობს, რომ მთავარია, მშობლებს საკმარისი სიყვარული და ძალა ჰქონდეთ, რომ დრო ყველა შვილს დაუთმონ, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო დასუფთავების კომპანიაა, რომელსაც მისი ქმარი მართავს. ცოლი კი შვილებს ზრდის და დიასახლისია.

"ჩვენ უზარმაზარი სახლი გვაქვს ხუთი საძინებლით, სადაც უამრავი საწოლია. უფროს ბავშვებს ორსართულიან საწოლებზე სძინავთ, ერთი სამადგილიანი საწოლიც გვაქვს, ჩვილებისთვის კი სპეციალური საწოლები გვაქვს." - ამბობს ქალი.

ოჯახს 20-ადგილიანი ავტობუსი ჰყავს, რომლითაც პეტს ბავშვებს სკოლაში მიჰყავს. უფროსი ბავშვები დედას სახლის საქმეებში ეხმარებიან, ასუფთავებენ, სათამაშოებს რეცხავენ, პატარებს ასეირნებენ.

mshoblebi

"თითოეულ ბავშვს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ყველამ იცის, რომ საკუთარ თავს უნდა მიხედონ. საჭმელს მე ვამზადებ, ხანდახან ჩემი უფროსი ვაჟი ბლინებს აცხობს." - ამბობს პეტი.

კარლოს ერნანდესი აღნიშნავს, რომ არასოდეს უფიქრია, რომ ამდენი შვილი ეყოლებოდა. ის თავადაც არაა დიდი, მათ შორის, არც ფიზიკურად და როცა ხალხი ამდენი ბავშვით ხედავს, გაოცებულები ამბობენ, "ყველა თქვენია?!" აღნიშნული ოჯახის შესახებ ონფორმაცია გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა.