"რა რთულია, საკუთარ თავს და ხასიათს დაუბრუნდე... ეს რა ყოფილა..." - ნანუკა გულუას პირველი ემოციები შვილის შეძენის შემდეგ - მშობლები

"რა რთულია, საკუთარ თავს და ხასიათს დაუბრუნდე... ეს რა ყოფილა..." - ნანუკა გულუას პირველი ემოციები შვილის შეძენის შემდეგ

2022-09-07 07:28:08+04:00
სერიალ "ჩცდ"-ს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა რამდენიმე დღის წინ გახდა დედა. მას და მის მეუღლეს კახაბერ კაშიას პატარა ნინა შეეძინათ.

mshoblebi
გოგონა გაგუას კლინიკაში გაჩნდა. 
ნანუკა მშობიარობამდე საკმაოდ აქტიური ორსული იყო, მოგზაურობდა, ცეკვავდა და ორსულობის პერიოდშივე ჰქონდა გრანდიოზული ქორწილი მეუღლესთან. 

mshoblebi
ახლა კი სოციალურ ქსელში პირველი შთაბეჭდილებებით და ფოტოებით გამოჩნდა, მას მერე, რაც დედა გახდა. ნანუკა ამბობს, რომ საკმაოდ რთული ყოფილა საკუთარ თავსა და ხასიათთან დაბრუნება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით, ყველაფერი შესაძლებელია.