ლელა მებურიშვილის ლონდონური დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად - მშობლები

ლელა მებურიშვილის ლონდონური დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად

2022-09-27 04:55:33+04:00
მსახიობი ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ამ ცვლილების მიზეზი მისი მეუღლის, ბაჩო საგანელიძის სამსახურია, რომელიც დიდ ბრიტანეში დესპანადაა მიწვეულია.

ლელა მარტივად მოერგო ბრიტანულ ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ დედოფალ ელისაბედ II-ის საყვარელ ღონისძიებას, სამეფო დოღსაც კი დაესწრო, სადაც საქართველოს საელჩო ოფიციალურად იყო მიწვეული.
mshoblebi
სულ ახლახან მსახიობს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ლონდონურ სახლში მეგობრების წრეში აღნიშნა.
წვეულების დრესკოდი შავ-თეთრი სამოსი იყო, თავად ლელა თეთრ პიჯაკსა და კაბაში შეუდრებლად გამოიყურებოდა. ვიდეოებიდან ჩანს, რომ საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, იუბილარმა შვილებთან და ქმართან ერთად რამდენიმესართულიანი ტორტიც გაჭრა და კარგადაც იმხიარულა.

თეკლა ჟვანია