ერთ ბავშვს სახეში გაარტყა, მეორეს ყელში წვდა, ანჯელინა კი ოთახში შეათრია... - ახალი გამაოგნებელი დეტალები სასამართლოდან - მშობლები

ერთ ბავშვს სახეში გაარტყა, მეორეს ყელში წვდა, ანჯელინა კი ოთახში შეათრია... - ახალი გამაოგნებელი დეტალები სასამართლოდან

2022-10-06 07:13:17+04:00
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ხმაურიანი განქორწინება 2016 წლიდან დაიწყო. ექვსი წელი გავიდა, თუმცა სასამართლო პროცესები ისევ გრძელდება და წყვილი ისევ არკვევს ურთიერთობას. ისევ ეწყობა ახალ-ახლაი სხდომები და მას მერე, რაც ბრედმა ყოფილი ცოლი "შატო მირავალის" მისი წილის უკანონო გაყიდვაში დაადანაშაულა, ანჯელიამ ახალი ბრალდებები წაუყენა.

მსახიობი ამტკიცებს, რომ 2016 წელს ცოლ-ქმარს შორის სერიოზული ინციდენტი მოხდა. ბრედ პიტმა ჩხუბის დროს ერთ-ერთი ბავშვი კინაღამ დაახრჩო და მეორეს დაარტყა. ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მედოქსი იყო. მედოქსსა და ბერდს შორის ახლაც დაძაული ურთიერთობაა.
საბუთების თანახმად, ინციდენტი 2016 წლის სექტემბერში მოხდა, როცა წყვილი ბავშვებით საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში ბრუნდებოდა კერძო თვითმფრინავით. მსახიობი ამბობს, რომ კონფლიქტის დროს ბრედმა ანჯელინა ტუალეტში შეათრია, თავში წვდა და ნჯღრევა დაუწყო. ასევე სახეში გაარტყა ერთ-ერთ ბავშვს და მეორეს ყელში წვდა. ცოლს და ბავშვებს ალკოჰოლიც შეასხა და სავარაუდოდ, თავადაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

თავად მსახიობი ამ ბრალდებებს უარყოფს. თუმცა ფაქტია, იმავე წელს შეიტანა განქორწინებაზე განცხადება ანჯელინა ჯოლიმ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომაც მაშინვე დაიწყო თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიება.

ანჯელინას სარჩელში ნათქვამია, რომ ბრედ პიტი "გამუდმებით ახორციელებდა ფიზიკურ და ემოციურ ძალადობას ცოლ-შვილზე".