თელავში მოკლული ახალგაზრდა ქალი 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილია. ambebi.ge-ს ინფორმაციით, იგი ქმარმა ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.
"მუდმივად ემუქრებოდა და ძალადობდა მასზე. ოქტომბრის დასაწყისში შსს-მ კაცი დააკავა, თუმცა 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დღეს, შუადღისით მიაკითხა სახლში, ჯერ ახრჩობდა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა." - აცხადებს მოკლულის ახლობელი..
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახენეს. შსს-ის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
განაგრძეთ კითხვა