9 ოქტომბერს სავსე მთვარე ვერძის ნიშანში გადავიდა და ეს ასტროლოგიური მოვლენა თითოეულ ჩვენგანზე ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს. გვაიძულებს, უფრო მეტად დავაკვირდეთ მოვლენებს, გამოვიჩინოთ გონიერება და გამჭრიახობა. თუმცა, დღეს ჯადოსნური, სარკისებური თარიღია - 10/10/2022. ასტროლოგების თქმით, ეს ამ წლის ბოლომდე საუკეთესო თარიღია იმისათვის, რომ სამყაროს ჩვენი სურვილები გავუზიაროთ.
პირველ რიგში, ჩამოწერეთ ფურცელზე ის ოცნებები, მიზნები თუ გეგმები, რომელთა განხორციელებაც გსურთ. ეს დღე დაუთმეთ საკუთარ თავს. შეეცადეთ, იყოთ მშვიდად, კომფორტულ გარემოში.
ეს შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის - თუ თქვენ 10 ოქტომბერს რაიმეს შექმნას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ მას იმაზე მეტი აღიარება ექნება, ვიდრე სხვა დროს. თუ კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ ადამიანთან, რომელიც გიყვართ, ასევე საუკეთესო შანსი გეძლევათ, რომ დაძაბულობა აღმოფხვრათ, ერთად რაიმე აქტივობა დაგეგმოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ეცადეთ, ამ დღეს რაც შეიძლება მეტი საქმე წამოიწყოთ. განახორციელეთ მიშვნელოვანი ზარები, დაგეგმეთ შეხვედრები, პროექტები, ახალი თანამშრომლობები. იცოდეთ, რომ თქვენ მიერ დაწყებული საქმე თავისით გაგრძელდება და დადებით შედეგს მოგიტანთ.
ნუმეროლოგები ამბობენ, რომ 10/10/2022 იმიტომაა ჯადოსნური თარიღი, რომ რიცხვი 10 გაორმაგებულია. შესაბამისად, ამ დღეს ადამიანები გაორმაგებული ენერგიითა და შემართებით დაიწყებენ საქმის კეთებას, სურვილების ასრულებას, ურთიერთობების აღდგენას. თუმცა, ემოციურად გადაღლის რისკიცაა.
წაიკითხეთ ვრცლად