"ბავშვი მოვარდა, ჩქარა, ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის... მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა - მშობლები

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა, ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის... მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

2022-10-10 07:12:12+04:00
თე­ლავ­ში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა. ფაქტს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დის თქმით, შვი­ლის სიკ­ვდი­ლი მას შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"ბავ­შვი მო­ვარ­და, ჩქა­რა ბებო, დე­დას კლავ­სო. ტუ­ა­ლეტ­ში შე­იყ­ვა­ნა, დე­დას ახ­რჩობს და დანა და­ვუ­მა­ლეო. ერთი კვი­რის წინ და­ა­ჭე­რი­ნა, იმ­დე­ნი ეცად­ნენ მი­სი­ა­ნე­ბი, გა­მო­აშ­ვე­ბი­ნეს. ბავ­შვმა კი მი­თხრა, თორ­ნი­კე დე­დას­თან არის და კლავ­სო, მაგ­რამ მე ვე­ღარ მი­ვი­დო­დი, მე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი გა­მო­ვი­დოდ­ნენ და კი­დევ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბო­და. 6 წლის ბავ­შვი, გოგო, ჩემ­თან გა­მო­იქ­ცა, წლი­ნა­ხევ­რის ბავ­ში კი დარ­ჩა დე­დას­თან და იმან თა­ვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი." - ამ­ბობს ambebi.ge-სთან მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლის დედა. განაგრძეთ კითხვა