"მადლობა, რომ ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახე, მადლობა ყველა დღისთვის, ყველა ღიმილისთვის..." - მსახიობ თაკო ცქვიტინიძის ემოციური პოსტი ქორწინების შემდეგ - მშობლები

"მადლობა, რომ ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახე, მადლობა ყველა დღისთვის, ყველა ღიმილისთვის..." - მსახიობ თაკო ცქვიტინიძის ემოციური პოსტი ქორწინების შემდეგ

2022-10-10 14:14:47+04:00
მსახიობი და ტელეწამყვანი თაკო ცქვიტინიძე ასევე მსახიობ ნიკა ფაიქრიძეზე დაქორწინდა. წყვილი რამდენიმე თვეა, ერთად ცხოვრობს, თუმცა ოფიციალურად ახლა დაქორწინდნენ. ორივე მათგანს შვილები ჰყავს წინა ქორწინებიდან, რომლებიც მშობლების ქორწილ ესწრებოდნენ.

ქორწილის შემდეგ თაკომ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომლის მცირე ამონარიდსაც გთავაზობთ:

"იმდენ ემოციას დავატარებ მთელი დღეა არ შემიძლია არ გამოვხატო და მადლობა არ გადავუხადო ადამიანებს რომლებმაც ულამაზესი და დაუვიწყარი დღე მაჩუქეს. მადლობა ჩემს... აი, აქ იმხელა ჩამონათვალი შეიძლება იყოს... არ დაგღლით, ვცდილობ ლაკონური ვიყო. ნიკუშა ფაიქრიძე, მადლობა შენ იმისთვის, რომ არსებობ და განგებას, რომ შემახვედრა შენი თავი. მადლობა, რომ ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახე, მოდუნების საშუალებას არ მაძლევ, ჩემი მამოძრავებელი და მამოტივირებელი ხარ. მადლობა ყველა დღისთვის, ყველა ღიმილისთვის, ყველა საჩუქრისთვის, ამხელა სიყვარულისთვის და გუშინდელი დღისთვის. უზომოდ მიყვარხარ... მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებსაც გუშინ რომ ვუყურებდი, როგორი გახარებულები იყვნენ და როგორ გვერდში მედგნენ, ეს მაბედნიერებდა... მადლობა ჩემს შვილს, რომელიც იმხელა სითბოს გამოხატავდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი... მადლობა გუშინდელი დღის სულისჩამდგმელს, ლალი შიუკაშვილს, იმისათვის, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა. რომ არა თქვენ, არაფერი არ იქნებოდა..."
mshoblebi
mshoblebi