რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 შვილის დედა ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, შვილები მიდნობით აღზრდაში გადაეყვანა. თუმცა, ამის შემდეგ უამრავი პრობლემა შეექმნა, შვილებს ვეღარ ნახულობდა და სოციალურ მუშაკსაც ვეღარ ეკონტაქტებოდა. ქალმა ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა და შვილებს საკვებით ვეღარ უზრუნველყოფდა და სამსახურის პოვნაც ვერ მოხერხა. ბავშვების დედასლიკა კოლოტაურს დავუკავშირდით და ის თავის ამბავს უფრო ვრცლად გვიყვება: "სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას მივმართავდი, ყველას ვეუბნებოდი, რომ 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ვცხოვრობდი. მქონდა რისკი, რომ ქუჩაში დავრჩენილიყავი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. სოციალურ აგენტთანაც მუდმივად მქონდა კონტაქტი და 300-ლარიანი ვაუჩერი მომცეს 2-ჯერ, თითო წლის განმავლობაში. ქირაში 600 ლარს ვიხდიდი, დახმარება 540 ლარი მქონდა. 1 წლის მერე დამიფინანსა გამგეობამ მხოლოდ 300 ლარი, 300 ლარს თავად ვამატებდი. საარსებოდ, კვებისთვის, კომუნალურებისთვის, ჰიგიენის ნივთებისთვის, ექიმისთვის მხოლოდ 350 ლარი მრჩებოდა. მესამე შვილი რომ მეყოლა, მეუღლემ მიმატოვა. სამი შვილით მარტო დავრჩი... ახლობლებმა, მეგობრებმა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა სცადეს ჩემი დახმარება და დროდადრო თავი გაგვქონდა. თუმცა, ბოლოს ყველა რესურსი ამომეწურა. ორი არჩევანი მქონდა, ან ბავშვები უნდა გადამეყვანა მინდობით აღზრდაში, რომ შიმშილით რაიმე არ დამართნოდათ, ან ქუჩაში უნდა დავრჩენილიყავით. სააგენტოში მითხრეს, რომ დამეწერა განცხადება და ჩემი შვილებიც შესაბამისად სხვა ოჯახში მოათავსეს. ძალიან გამიჭირდა, მარტო გავზარდე და როცა უკიდურესად გამიჭირდა, სხვა გზა აღარ მქონდა... თავიდან ყველაფერი კარგად იყო, აღმზრდელი ფოტოებსაც მიგზავნიდა, ბავშვების ამბებს მატყობინებდა. თუმცა, შემდეგ სოციალური მუშაკი აღარ მეკონტაქტებოდა, აღმზრდელი მის გარეშე ბავშვებს აღარ მანახებდა. ჩემს წინააღმდეგ კანონები უსამართლოდ გამოიყენეს. 6 თვეში სოციალური მუშაკები უნდა მოსულიყვნენ და ჩემი მდგომარეობა შეემოწმებინათ. არავინ მოსულა, თავად ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყვნენ. არც მიმღებ ოჯახს აკონტროლებდნენ. 2000 ლარს უხდიან იმ ადამიანს, და ვთხობდი, სათანოდოდ მიექციათ ყურადღება ბაშვებისთვის. ჰქონდათ ჩივილები, აწუხებდათ მუცლის, კბილის ტკივლი, სტრესი. ღამაღამაობით ჩუმად ტიროდნენ და დედასთან უნდოდათ, თუმცა შიშით ვერ ამხლდნენ ამას და ისევ ჩემი შვილებისგან ვიგებდი. ღმერთო, ამის გადმოცემაც მიჭრის. ამ დროს კი სოციალური მუშაკები მეუბნებოდნენ, რომ 3 ბავშის მოვალას და ხარჯებს ეხუმრებიო?! მე კი, ბავშვების დედას, 540 ლარი და მერიის დახმარება, 150 ლარი უნდა მყოფნოდა, 3 შვილი მერჩინა, ქირაც გადამეხადა - უსამართლობაა... იმ ოჯახში ჩემს შვილებს არ ჰქონდათ შესაბამისი პირობები. მე სახლს არ მაჩვენებდნენ და არც თვითონ იღებდენენ შესაბამის ზომებს. ბავშვს სკოლის დაწყება უხაროდა, იქ მოდი და მნახეო, თუმცა ამაზეც უარი მითხრეს. მიზეზი რომ ვიკითხე, სკოლის დირექტორს არ სურსო. მივმართე წერილობით, რაზეც დღემდე არ მიმიღია პასუხები. რეალურად კი პასუხისმგებლობებს თავს არიდებენ. ბავშვები როდესაც ჩემთან მოდიოდნენ, მიყვებოდნენ, რა მდგომარეობაში იყვნენ, როგორ იყვენ გაფრთხილებულები, რა უნდა ეთქვათ და რა- არა. სხვა შემთხვვაში. სიტყვა დედას ამოშლა უნოდათ ბავშვებისგან, რადგან სხვანაირად მათი მართვა უჭირდათ. რა თქმა უნდა, რეაგირება მქონდა, მივმართავდი იმ ქალბატონს, რომელთანაც ჩემი შვილები იზრდებიან და სოციალურ აგენტს, რომ ყურადღება გაემახვილებინათ. ბავშვები სტრესში არიან და ჩემთან დაბრუნება სურთ. სოციალური მუშაკი მეუბნებოდა, რომ შვილებს თბილად არ მოვქცეოდი, რომ ჩემთან ყოფნა აღარ მონდომებოდათ და ყოველთვის მიმეთითებინა, რა კარგი ქალი იყო აღმზრდელი, რამდენად ბედნიერები არიან იქ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი შვილები იქ ბედნიერები არ არიან. ამას მიმღები ოჯახიც ხედავდა, თუმცა არ საუბრობდნენ. სასტიკად უარყოფს ორივე მხარე და ბავშვების ფსიქიკა არავის ადარდებს. იქამდე კარდაკარ დავდიოდი და სამსახურს ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვერ შევძელი. მაღაზიები ფეხით მაქვს მოვლილი, პროდუქტის მარკეტებში მივდიოდი და ვეუბნებოდი, რომ დავესაქმებინე, თუმცა ერთ-ერთ ცნობილ მარკეტში ანაზღაურება გამომუშვებით 2 კვირაში 3 ლარი გამოდისო. ახლა ჩემი იურისტის დახმარებით რეინტეგრაციაზე მუშაობა დაიწყეს და მეუბნებიან, რომ პირობებს თუ დავაკმაყოფილებ, ბავშვებს დავიბრუნებ. ბავშვების გადაყვანის შემდეგ სოციალური დახმარება მომიხსნეს, ქირასაც ვეღარ ვიხდიდი, ხან მეგობრებთან ვრჩებოდი... ავდექი და შემდეგ შევქმენი ოჯახი, ახლა კი მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცდილობთ ბავშვების დაბრუნებას. ქირით ვართ, მისი შემოსავალი ქირასა და კომუნალურებს არ ჰყოფნის, მე დავორსულდი და სამასახური ვერ შევითასვე. შვილები რომ დავიბრუნო, გარკვეული თანხა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები გვჭირდება. ამაში ხალხი მეხმარება, რადგან მხოლოდ მათ გაიზიარეს ჩვენი განცდა, რომ მე და ჩემს შვილებს ერთად გვინდა. ბავშვები ყოველ წამოყავნაზე, ნახვაზე და დარეკავზე მეკითხებიან, როდის ვიქმებით შენთანო, რაზეც ვერ ვაპსუხობ, რადგან დაპირება და მოლოდინ სტრესში აგდებს. იქ კი ეუბნებიან, რომ დედა გათხოვდა და არ სჭრიდებითო. ბავშვები კარგად ხედავენ, რომ ეს ტყუილია. სახელმწიფოს ეგონა, ჩავაბარებდი და მათკენ აღარც გავიხედავდი. არადა, თავად ქმნიდნენ ამ სიტუაციას. იმედია მიხვდნენ, თუმცა აქამდეც მშვენივრად იცოდნენ რომ შვილები დედას უნდა დაუბრუნონ დედას. დედას უნდა დაეხმარნონ ფეხზე დადგომაში და არა სხვას ვემადლიერო, თურმე როგორ ზრდის სხვის შვილებს კარგი ანაზღაურებით.რამდნიმე ცნობილ სახეს მივმართე, თუმცა უშედოგოდ. ზოგის თვალში მხოლოდ გარეგნობის გამო არ მეტყობოდა გაჭირვების. ახლა კი რაღაც იმედი გამიჩნდა, რომ ამდენმა ადამიანმა ყურადღება გამოიჩინა, ვიღაცამ მომისმინა, ვიღაცამ დაიჯერა, რომ თურმე გარგეგნობა არაფერ შუშაშია. ვიცი, რომ მალე ჩემს შვილებს დავიბრუნებ. მე მათთან კონატქტი არ შემიწყვეტია, უკან არაფერზე ვიხევდი, მიუხედავად ამდენი უყურადღებობისა. ჩემს შვილებს ჩემს მდგომარეობას არ ვაჩვენებდი, მაგრამ უკიდურესი გაჭირვებიდან, ფაქტრობრივად, უარეს ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი." - გვიყვება ლიკა კოლოტაური.ლიკა აღნიშნავს იმასაც, რომ ბავშვები მასთან ერთად ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ და მისთვის ძალიან მიუღებელი იყო მათი ამ მდგომარეობაში ნახვა, მიმღები ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რომ მის შვილებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. იგი დღემდე სთხოვს სახელმწიფოს ბინით უზრუნველყოფას, რომ იმავე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. თუმცა, კვლავ უარს ეუბნებიან.დავუკავშირდით სოციალურ მუშაკს, რომელიც ლიკა კოლოტაურის საქმეზე უშუალოდ მუშაობს, თუმცა მან კომენტარის მოცემაზე უარი განაცხადა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. "ყველაფერი, რაც არასრულწლოვანს ეხება, კონფიდენციალურია და არ მაქვს უფლება, რომ გავაჟღერო. ამიტომ, პრესსამსახურს დაუკავშირდით", - განგვიცხადა სოციალურმა მუშაკმა, ქეთი ვაჭარაძემ. დავუკავშირდით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სადაც ზეპირი კომენტარი არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. თუ შესაბამის პასუხს მივიღებთ, შემოგთავაზებთ...იმისათვის, რომ ლიკა კოლოტაურმა საკუთარი შვილები დაიბრუნოს, ფინანსური დახმარებაც სჭირდება და ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთებიც. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:თიბისი ბანკი:GE97TB7893045061100077მიმღები: ლიკა კოლოტაურისაქართველოს ბანკი:GE90BG0000000718665400მიმღები: ტატო კოტაშვილი, ლიკას მეუღლე