რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ კაფეში მყოფ მარტოხელა დედას, იმიტომ რომ ის შესული იყო ძაღლით. "მოითხოვდნენ ცხოველის მოშორებას, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამას შეეწინააღმდეგა პატრონი და მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც აღელვებული ქალი მიიყვანეს თვითმკვლელობის მცდელობამდე და აღმოჩნდა საავადმყოფოში. ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს. ხვალ იმართება სასამართლო პროცესი", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც მალევე გამოეხმაურა თავად გიორი შემდეგი პოსტით:
"ჩემზე და ჩემს მეუღლეზე აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია ვრცელდება... მოვითხოვ წაშალოთ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი!
საქმე ეხება ფიზიკურ ძალადობას ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ასევე 6 თვის ჩვილზე, რომელსაც ძაღლიანი ქალი თავს დაესხა და სკამი ესროლა 6 თვის ბავშვს! ძალადობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით. არსებობს ვიდეომტკიციბულებები და უტყუარი ფაქტები. მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლო პროცესები! ნუ უსწრებთ მოვლენებს წინ! არასწორი ინფორმაციის გავცრელების გამო მოვთხოვთ პასუხს ყველა გვერდს! განცხადებასაც გავაკეთებთ!"

ამბავს ასევე გამოეხმაურა გიორგის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი და ინსტაგრამზე მოკლე ვიდეოც დადო, რომელზეც ინციდენტის გარკვეული ნაწილია ასახული და დაწერა: "ჩვეულებრივად შვილს/ქმარს მიკლავდა და მთელი სიმკაცრით დაისჯება ნებისმიერი მოძალადე!..
ეს ამბავი მოხდა ჯერ კიდევ 4 თვის წინ. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ვისხედით, მოდიოდნენ საშინლად გათიშული ქალი და მამაკაცი (ისეთი გათიშული იყო, ძაღლი რომ მოჰყავდა, იკეცებოდა და ვარდებოდა). ამ დროს ძაღლი საკმაოდ დიდი და აქტიური იყო. ჩვენს გვერდზე დახდნენ და ცოტა ხანში რომ შევამჩნიე, რომ ძაღლის პატრონები არ იყვნენ საღ გონებაზე, ვთხოვეთ, რომ ბავშვთან ერთად ვიყავით, მე მეშინოდა და გაეყვანათ ან სადმე მიებათ ძაღლი.
ეს მამაკაცი უცხოელი იყო და ვერ გაიგო, და ქალი რომ გამოვარდა, პირდაპირ დამიწყო გინება უშვერი სიტყვებით, ჩხუბი და ყვირილი, რომ ძაღლის რომ მეშინია, ვარ "..ლექალა" და არ უნდა გამოვდიოდე ახლიდან. მივარდა ქმარს, მოკიდა ძაღლს ხელი და გიჟივით გამოიქცა ჩემკენ და ბავშვისკენ.
შემდეგ გიჟივით დადიოდა და გვიყვიროდა. ვთხოვეთ, წასულიყო, რომ რამე არ მომხდარიყო, მაგრამ ჯინაზე დაგვიჯდა წინ და გვიქნევდა ხელებს, გვაღიზიანებდა. გიორგის ხელიც დაარტყა და ამის ვიდეოც არსებობს. შემდეგ გვესროლა სკამი.
გიორგის თითიც კი არ დაუკარებია მაგ ქალისთვის, ერთადერთი, რაც გავაკეთეთ ის იყო, რომ დავრეკეთ პოლიციაში. ჩავთვალეთ, რომ ეს ქალი არის სხვებისთვის საშიში. ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან ბევრჯერ ვთხოვეთ პოლიციას ამ ქალის წაყვანაო და იქნებ თქვენ მაინც გვიშველოთო. როგორც გავიგე, დილაობით ბავშვებსაც უქსევდა ძაღლს.
როდესაც პოლიციაში მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ქალი არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი ქურდობაზე, ნარკოტიკზე და ბევრ ასეთ შემთხვევაზე.
ჩვენ ყველაფრის ვიდეო გვაქვს, მაგრამ არ დავდეთ თავის დროზე... ახლა კი ვნანობთ..."
