ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა - მშობლები

ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა

2022-10-13 10:34:28+04:00

ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა


ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონბისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

„მოყვანილი იქნა ორი 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთის ინტერვალით. მოხდა პირველი პაციენის, ბიჭის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. დასტაბილურების შემდეგ მოხდა პროფილურ პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ექიმმა.
ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკში, შადრევანში ჩასვლისას დენმა დაარტყა, სტაბილურია. როგორც იაშვილის კლინიკაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბავშვს ამ ეტაპზე კვლევები უტარდება.

„მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს კლინიკაში.
ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.