დევი მეზურნიშვილი, უფროსი მებაღე ვაკის პარკში: კაცი, რომელიც შადრევანში ბავშვების გადასარჩენად შევიდა - “ოქროს ადამიანი!” - მშობლები

დევი მეზურნიშვილი, უფროსი მებაღე ვაკის პარკში: კაცი, რომელიც შადრევანში ბავშვების გადასარჩენად შევიდა - “ოქროს ადამიანი!”

2022-10-14 05:14:09+04:00
თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ვა­კის პარკში მომ­ხდარ დღე­ვან­დელ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვა­ზე თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ბავ­შვე­ბის ამო­საყ­ვა­ნად შად­რე­ვან­ში მა­მა­კა­ცი შე­ვი­და. მან ორი ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მე­სა­მე ვერ ამოჰ­ყავ­და, რად­გა­ნაც დენი ურტყამ­და.

"ამ კაც­მა ერთი ამო­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე ამო­იყ­ვა­ნა და ის მე­სა­მე ბავ­შვი იყო თუ არა იქ, არ ვი­ცო­დით. ბავ­შვე­ბი კი­ოდ­ნენ, მე­სა­მე არი­სო, ბევ­რნი იყ­ვნენ ერ­თად. ეს მე­სა­მე ვერ ამო­იყ­ვა­ნა ამ კაც­მა. განაგრძეთ კითხვა