როგორია ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი - მშობლები

როგორია ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

2022-10-14 07:36:15+04:00
გიორგი კვიციანიძემ, "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმმა მედიასთან განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიმდინარე საათების განმავლობაში არ გაუარესებულა:

"მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. დინამიკაში მდგომარეობა არ გაუარესებულა. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიები თავის ტვინზე არ აღენიშნება. ის, რომ თითქმის პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, ეს მნიშვნელოვანია." - აცხადებს ექიმი.