დევი მეზურნიშვილი ის მებაღეა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ორი მოზარდი გადაარჩინა. იგი ტელეკომპანია
"ფორმულასთან" შემთხვევის დეტალებს იხსენებს:
"წყალში სამივე ბავშვი უგონო მდგომარეობაში იყო ჩაძირული. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც ორგანიზმმა გამიძლო. სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტავ, ეს ამბავი არ მომხდარიყო. პირველადი დახმარება მე გავუწიე, უამრავი ადამიანი იყო და ყველა ცდილობდა დახმარებას. სასწრაფოც მალევე მოვიდა. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, გავიგე, რომ დაიღუპა. მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი. რაც შემეძლო, გავაკეთე. პირველად რომელიც ამოვიყვანე, ის ცოტას მოძრაობდა. ორი უგონოდ იყო. შადრევნის გარშემო უამრავი ადამიანი შეგროვდა, ზოგი ტორიდა, ზოგი შველას ითხოვდა და ზოგი ბავშვებს ეხმარებოდა." - იხსენებს დევი მეზურნიშვილი.