"არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა, მარიტასთვის დენს დაერტყა… ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა… მას სიცოცხლე სწყუროდა…" - მშობლები

"არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა, მარიტასთვის დენს დაერტყა… ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა… მას სიცოცხლე სწყუროდა…"

2022-10-15 08:10:23+04:00
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"აუტანელი მოსასმენია - "ღმერთმა წაიყვანა, თავისთან, სამოთხეში”…
ჩემი შვილი მე მინდა მყავდეს, პატარა ბავშვისთვის, მისი ნორჩი სხეულისთვის მემძიმება მიწის მიყრა…
არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა, მარიტასთვის დენის დაერტყა… ამ მჯერა ამ სიდებილეების…
ის ჩვენმა დაუდევრობამ, გულგრილობამ, უსაქმურობამ მოკლა…
მადლობა, რომ 13 წლის ბავშვისთვის სამოთხე გაიმეტეთ, მაგრამ უკაცრავად, მას სიცოცხლე სწყუროდა…
ის ბედნიერი იყო მისი ცხოვრებით. მისთვის რომ გეკითხათ, ჯერ არ აირჩევდა სამოთხეს… თქვენ დაგითმობდათ…."