"ლაზარეს არ ახსოვს, ვაკის პარკში რა მოხდა... აქვს მეხსიერების ამოვარდნები... ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება აქვს" - კონსტანტინე ზარნაძე - მშობლები

"ლაზარეს არ ახსოვს, ვაკის პარკში რა მოხდა... აქვს მეხსიერების ამოვარდნები... ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება აქვს" - კონსტანტინე ზარნაძე

2022-10-15 13:10:15+04:00

"აქვს მეხსიერების ამოვარდნები. რაღაცები არ ასოვს. ის მომენტი, რაც იქ მოხდა, არ ახსოვს. ვეუბნებით, რომ ფილტვების ანთება აქვს", - ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კონსტანტინე ზარნაძემ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს ფსიქოლოგებთან ერთად ეტყვიან სიმართლეს, სანამ სოციალური ქსელით ამას თავად შეიტყობს.
"მისი სიმატისგან იზოლირება ძალიან გაჭირდება. ამიტომ იმედი გვაქვს, ფსიქოლოგების ცართულობით, ისე მივაწვდით სიმართლეს, რომ ამან არ დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა... აქვს მეხსიერების ჩავარდნები. რომ იღვიძებს, ისევ კითხულობს, "სად ვარ"- ამბობს ზარნაძე.
როგორც ცნობილია, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძის მამა კონსტანტინე ზარნაძის მეგობარია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 ოქ­ტომ­ბერს ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლა­ზა­რე "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" მკურ­ნა­ლობს. მო­ზარ­დი მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან მოხ­სნეს. კი­დევ ერთი მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იყო, უკვე შინ გა­წე­რეს.
იხილეთ ვიდეო