81 წლის საქმრო და 47 წლის პატარძალი - გახმაურებული ქორწილი ელტონ ჯონის სერენადებით - მშობლები

81 წლის საქმრო და 47 წლის პატარძალი - გახმაურებული ქორწილი ელტონ ჯონის სერენადებით

2022-10-16 06:01:17+04:00


"ყველა ასაკი ემორჩილება სიყვარულს" - ეს არის ქორწილის დევიზი, რომელიც ცოტა ხნის წინ მანჰეტენის სამხატვრო გალერეაში გაიმართა. 81 წლის მილიარდერი და საფეხბურთო გუნდის მფლობელი რობერტ კრაფტი 47 წლის ოფთალმოლოგ დანა ბლუმბერგზე დაქორწინდა. წყვილმა ნათესავებსა და მეგობრებს სიურპრიზი მოუწყო: ახალდაქორწინებულებმა სტუმრები „საფეხბურთო“ ღონისძიებაზე დაპატიჟეს. რეალურად კი ყველანი ნამდვილ ქორწილში აღმოჩნდნენ.

ბევრისთვის მოულოდნელად, წყვილმა მდიდრული და ხმაურიანი ქორწილის გადახდა არ ისურვა. პატარძალი დარბაზში უკანა კარიდან შევიდა მაქმანებიანი Elie Saab-ის კომბინეზონით, შუა წვეულებაზე კი ნაიმ ხანის სპილოსძვლისფერი კაბა გადაიცვა. თუმცა უბრალოებით ის თავად სასიძომ დაჩრდილა - რობერტს საყვარელი ცისფერი სპორტული ქურთუკი ეცვა, რომლითაც ფეხბურთის მატჩებს ესწრება. ფეხზეც სპორტული ფეხსაცმელი მოირგო.

საქორწინო ცერემონია სერ ელტონ ჯონის მიერ შესრულებული სერენადის ფონზე შედგა. სტუმრად მიწვეულმა მუსიკოსმა თავად გამოთქვა როიალთან მუსიკალური ნომრების შესრულების სურვილი. წინასწარ დაგეგმილი არაფერი ყოფილა. 
ცნობილ სტუმრებს შორის იყო ედ შირანიც, რომელმაც ელტონ ჯონთან ერთად Candle in the Wind იმღერა - ახალდაქორწინებულებმა ამ სიმღერაზე პირველი ცეკვა შეასრულეს. მას შემდეგ, რაც მუსიკალური მენეჯმენტის სადავეები რეპერ მიკ მილს გადაეცა, შემდეგ კი დიჯეიმ განაგრძო წვეულება.
mshoblebi
არც ერთი ქორწილი არ არის სრულყოფილი დრამის გარეშე. რობერტ კრაფტის ახლო მეგობარი და ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრედი ღონისძიებაზე მეუღლის, ტოპ მოდელის ჟიზელ ბუნდჰენის გარეშე მივიდა. ბრედის მარტოსულობამ ქორწილში მისულ სტუმრებს ახალი საჭირაო გაუჩინა - იქვე გავრცელდა ხმები წყვილის მომავალ განქორწინებაზე.

განუყოფელმა ტომმა და ჟიზელმა თითქმის მთელი ზაფხული ცალ-ცალკე გაატარეს, მაგრამ შემდეგ ისინი მაინც გაფრინდნენ ევროპაში შვილებთან ერთად. აგვისტოს შუა რიცხვებში, ბრედიმ ვარჯიშს შორის შესვენება მოიწყო სახლში, ჰემპტონში, დაბრუნდა 15 წლის ვაჟის, ჯეკის იუბილეზე. ჟიზელიც ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურობის შემდეგ ისე იჩხუბეს, რომ სხვადასხვა სახლებში დაბინავდნენ. 

სხვა მხრივ რობერტ კრაფის და დანა ბლუმბერგის ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა. 250 სტუმარი ელტონ ჯონის მეთაურობით გაერთო და დილამდე ცეკვავდა - მანჰეტენმა ახალდაქორწინებულებს ხმაური და ღრიალი აპატია.