როდის გამოიდარებს საქართველოში და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში - მშობლები

როდის გამოიდარებს საქართველოში და რა ტემპერატურა გველოდება უახლოესი დღეების განმავლობაში

2022-10-17 10:06:20+04:00


გარემოს ეროვნული სააგენტო რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება:

"18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი." - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.