დასახელდა ყველაზე იღბლიანი დღე - რომელ თვესა და რიცხვში იბადებიან ყველაზე წარმატებული ადამიანები - მშობლები

დასახელდა ყველაზე იღბლიანი დღე - რომელ თვესა და რიცხვში იბადებიან ყველაზე წარმატებული ადამიანები

2022-10-18 10:49:06+04:00


ასტროლოგები ამბობენ, რომ დაბადების თარიღს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად ბევრ წარმატებასა თუ თვისებას სწორედ ეს კომპონენტი განსაზღვრავს. MyHeritage-ის მკვლევარებმა, რომლებიც ოჯახების ისტორიებს იკვლევენ, სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ათასობით დაბადების თარიღი გააანალიზეს. სპორტის სფეროდან დაწყებული ლიტერატურით დამთავრებული უამრავი შემთხვევა შეისწავლეს და ძალიან საინტერესო რამ აღმოაჩინეს.

წელიწადის 365 დღიდან ყველაზე იღბლიანი 30 აპრილი იყო. 1000 წარმატებული ადამიანიდან ყველაზე მეტი, სწორედ ამ დღესაა დაბადებული.

მაგალითად, ამ დღეს დაბადებულთა სიაში არიან:
  • კლორის ლიჩმანი - "ოსკარის" მფლობელი;
  • თეოდორ შულცი და საიმონ კუზნეცი - ნობელის პრემიის ლაურეატები;
  • ლარს ფონ ტრიერი, ჟაკ ოდიარი, ჯეინ კემპიონი - ოქროს პალმის რტოს გამარჯვებულები.
გარდა ამისა, 30 აპრილს რეპერ ტრევის სკოტის, მსახიობების გალ გადოტისა და კირსტენ დანსტის დაბადების დღეა.

მეორე ყველაზე წარმატებული დღე 27 აპრილია. ამ დღეს სხვადასხვა ჯილდოს 8 ლაურეატი დაიბადა. კერძოდ, გრემის მფლობელი მომღერალი ლიზო, ბრიტანელი მსახიობი და ოქროს გლობუსის მფლობელი სალი ჰოკინსი, ასევე მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულები მარტინ ბერასატეგი და ლეა ლინსტერი და სხვა.

mshoblebi

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით კიდევ 8 თარიღი გამოიკვეთა, როცა სხვადასხვა ჯილდოსა და მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელები დაიბადნენ. ესენია:
  • 20 იანვარი
  • 23 მარტი
  • 26 მარტი
  • 29 აპრილი
  • 14 სექტემბერი
  • 26 სექტემბერი
  • 12 ნოემბერი
  • 30 დეკემბერი
ამ დღეებში დაბადებულთა შორის არიან ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუსი, რეჟისორი ფედერიკო ფელინი და სხვები.

შეიძლება ითქვას, რომ აპრილი მართლაც ყველაზე წარმატებული თვეა. ამ თვეში 99 ლაურეატი და ბევრი პრესტიჟული პრიზისა და ჯილდოს ნომინანტი დაიბადა.მაგალითად, ბარბრა სტრეიზანდი, ვიქტორია ბექჰემი, ემა უოტსონი. რეიტინგში შემდეგი თვეებია: ნოემბერი, მარტი, სექტემბერი, იანვარი და ოქტომბერი.

mshoblebi

ნოემბერში 94 გამარჯვებული დაიბადა, მათ შორის ოსკაროსანი მსახიობი ენ ჰეთეუეი და ცნობილი შეფ-მზარეული გორდონ რამზი. მარტში კი 92 გამარჯვებული აღნიშნავს დაბადების დღეს, მათ შორისაა გრემის ხუთგზის მფლობელი მერაია ქერი და ოქროს პალმის რტოს მფლობელი კვენტინ ტარანტინო.

თებერვალში კი, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცოტა ცნობილი ადამიანი დაიბადა.

ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ბავშვი სექტემბერში იბადება. რეიტინგში მეორე ადგილზე კი ივლისია.

altდაბადების თვეს ბავშვის მომავალზე გავლენის მოხდენა შეუძლია - როგორ მოქმედებს ის ცხოვრებასა და ხასიათზე