"რვა წლის შვილი დავტოვე და ემიგრანტების არმიას შევუერთდი..." - ქართველი ჟურნალისტის წარმატებული კარიერა იტალიაში, დაბრკოლებებით სავსე გზა და იტალიელი მეუღლე - მშობლები

"რვა წლის შვილი დავტოვე და ემიგრანტების არმიას შევუერთდი..." - ქართველი ჟურნალისტის წარმატებული კარიერა იტალიაში, დაბრკოლებებით სავსე გზა და იტალიელი მეუღლე

2022-10-20 04:51:50+04:00
"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე მყავს და მაქვს ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ოჯა­ხი, მი­ჭირს თქმა, რა იქ­ნე­ბა წლე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ ემიგ­რა­ცი­ამ იმ­დე­ნად გა­მიმ­ძაფ­რა ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის გან­ცდა, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ უნებ­ლი­ედ, ჩემი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იმ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა და უახ­ლოვ­დე­ბა ჩემს სამ­შობ­ლოს, რომ უკვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, ფი­ზი­კუ­რად სად ვიქ­ნე­ბი“, - ამ­ბობს ნინა მა­მუ­კა­ძე, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს, რო­გორ შეძ­ლო ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა, როცა იქ ჩა­სულ­მა იტა­ლი­უ­რად სა­ლა­მიც არ იცო­და, დღეს კი ერთ დროს მის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტად მი­იჩ­ნე­ვა...

- კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, 90-ია­ნე­ბის თბი­ლი­სე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. „ნა­ხა­ლოვ­კა­ში“ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. გა­მო­ვი­ა­რე ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რაც იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში აწუ­ხებ­დათ: უშუ­ქო­ბა, უგა­ზო­ბა, უწყლო­ბა, უტ­რან­სპორ­ტო­ბა, ბუნ­დო­ვა­ნი მო­მა­ვა­ლი, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა და უკვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და­მა­ვა­ლი, ქა­ო­სუ­რი და ლი­ან­და­გი­დან გა­და­სუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მათ­რა­ხი; პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სკო­ლა სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლი იყო მთა­ვარ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბა­სა და აღ­ზრდა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თით­ქოს ყვე­ლა თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ მას­წავ­ლებ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლის გა­მო­კი­თხვა და ნიშ­ნის და­წე­რა არ იყო. რო­გორც კი ამას ჩავ­წვდი, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, თვით­გა­ნათ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­და­ვერ­თე. მივ­ხვდი, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უნდა მეშ­ვე­ლა. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ჩემი და-ძმაც სწო­რედ ასე მო­იქ­ცა. სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად, ნე­პო­ტიზ­მი­სა და ქრთა­მის გა­რე­შე შეძ­ლეს მი­ე­ღოთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­ნათ­ლე­ბა და დღეს მა­ღალ პო­ზი­ცი­ებ­ზე, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში არი­ან...

პი­რა­დად ჩემ­თვის, ტე­ლე­ვი­ზია და ზო­გა­დად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო იყო, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ოც­ნე­ბა თუ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, იდეა, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­წი­ლი, იმ­დე­ნად ღრმად მქონ­და ჩა­ბეჭ­დი­ლი, რომ შე­ვარ­დნა­ძის დროს გა­მე­ფე­ბულ­მა უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის "მა­ფი­ა­მაც" ვერ შე­მა­ში­ნა და მოხ­და ისე, რომ პრო­ფე­სია - ჟურ­ნა­ლის­ტი ჩემი ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ემიგ­რა­ცი­ა­ში ბო­ლომ­დე შე­ის­ხა ხორ­ცი. თუმ­ცა, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ უმაღ­ლეს­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ სტუ­დენ­ტებ­ზე იყო მინ­დო­ბი­ლი. ფლო­რენ­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ვსწავ­ლობ­დი და მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა და­მე­ნა­ხა გან­სხვა­ვე­ბა, თუ რას ნიშ­ნავს მოს­წავ­ლე­სა და სტუ­დენტზე მორ­გე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სად მუ­შა­ობ­დით და რო­გორ აფა­სებთ იმ პე­რი­ოდს დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან?

- პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი გარ­დამ­ტე­ხი თა­რი­ღი 2005 წელი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ ამ წელს და­ვამ­თავ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და და­ვი­წყე ახალ­გაზ­რდულ ჟურ­ნალ­ში მუ­შა­ო­ბა, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში დავ­შორ­დი მე­უღ­ლეს და დავ­რჩი მარ­ტო ორი წლის გო­გო­ნა­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­სის ჟურ­ნა­ლისტს მი­ზე­რუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და, წა­მი­თაც არ მი­ფიქ­რია ამ საქ­მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სამ­შობ­ლოს“ ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბი­დან სულ მალე მოვ­ხვდი ჰოლ­დინგ „პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში“, სა­დაც შე­ვი­ძი­ნე ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ჰოლ­დინ­გის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ჟურ­ნალ-გა­ზეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ, გან­სხვა­ვე­ბულ თე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბამ მო­მი­წია, რაც ემიგ­რა­ცი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის „კე­თე­ბა­ში“ ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. აქ ჩვენ არ გაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, თითო რუბ­რი­კა­ზე თითო ჟურ­ნა­ლის­ტი გვყავ­დეს მი­მაგ­რე­ბუ­ლი. ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა თე­მა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

- აქ უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა გქონ­დათ, გყავ­დათ პა­ტა­რა შვი­ლი და რო­გორც ვიცი, იტა­ლი­უ­რი ენა ჯერ კი­დევ არ იცო­დით. და მა­ინც, სა­ცხოვ­რებ­ლად იტა­ლია რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­მოს­ვლის ბოლო დღემ­დე პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი, ჟურ­ნა­ლის­ტის ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მაძ­ლევ­და შვი­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლად რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას. ამი­ტომ, რვა წლის ქეთა ჩემს მშობ­ლებ­თან დავ­ტო­ვე და ემიგ­რან­ტე­ბის უზარ­მა­ზარ არ­მი­ას შე­ვუ­ერ­თდი. ეს იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მო­ნატ­რე­ბის ტკი­ვილს და­ე­მა­ტა ის, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის გო­ნე­ბაც და სა­მე­ტყვე­ლო აპა­რა­ტიც სინ­ქრონ­ში, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას იყო მიჩ­ვე­უ­ლი, ერ­თბა­შად და­ა­დუ­მეს. გო­ნე­ბა ისევ იმ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას, ენა კი ვე­ღარ ეწე­ო­და, რად­გან რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დი, ერთი სი­ტყვაც არ ვი­ცო­დი იტა­ლი­უ­რად. სა­ში­ნე­ლი სტრე­სი მი­ვი­ღე. ზუს­ტად სამ დღე­ში მივ­ხვდი, რომ ენის შეს­წავ­ლის გა­რე­შე, აქ ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დი და ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ჯერ და­მო­უ­კი­დებ­ლად, შემ­დეგ უკვე, რო­დე­საც ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა მი­ვი­ღე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კურ­სე­ბის გავ­ლა. ჩა­მოს­ვლი­დან ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში უკვე ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში თარ­ჯიმ­ნად ვმუ­შა­ობ­დი.
მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი, დიდი თუ მცი­რე დო­ზით, დის­ტან­ცი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ქარ­თულ გა­მო­ცე­მებ­თან და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ გა­მო­ცე­მე­ბის რე­დაქ­ტო­რებს.
mshoblebi
შვილთან ერთად

ზუს­ტად ერთი წლის წინ, მოხ­და კი­დევ ერთი გარ­და­ტე­ხა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­დე­საც ასე­ვე ემიგ­რან­ტი ჟურ­ნა­ლის­ტის, ხა­თუ­ნა შა­რა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და ემიგ­რა­ცი­ა­ში ამ საქ­მეს, გავ­ხდი მე­დი­ა­მა­უ­წყე­ბელ EkhtslusivetV-ის ჟურ­ნა­ლის­ტი და იტა­ლი­ის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანუ ისევ თა­ვით გა­და­ვეშ­ვი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თო, მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი თევ­ზი პა­ტა­რა აუზ­ში და ამ გზით სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა შე­მე­ცუ­რა ოკე­ა­ნე­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩემი და ხა­თუ­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. არ გა­და­ვა­ჭარ­ბებ თუ გე­ტყვით, რომ მის­ნა­ირ პრო­ფე­სი­ო­ნალ და მარ­თალ პი­როვ­ნე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ახლა უკვე მე­გობ­რო­ბაც, უდი­დე­სი კომ­ფორ­ტია. თა­ვი­დან საქ­მემ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და ბო­ლოს ოჯა­ხად ვი­ქე­ცით. ვფიქ­რობ, რა ძა­ლით და ენერ­გი­ი­თაც იბ­რძვის ადა­მი­ა­ნი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ისეთ შე­დე­გამ­დე მივა. ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია ჩავ­დეთ საქ­მე­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ფაქ­ტიც სა­ხე­ზეა. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში საქ­მი­ა­ნო­ბით შე­იქ­მნა ახა­ლი ფე­ნო­მე­ნის პრე­ცე­დენ­ტი - ცო­ცხა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ემიგ­რა­ცი­ა­ში. ჩვე­ნი ტან­დე­მი გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი, ერ­თობ­ლი­ვი საქ­მეც წა­მოგ­ვე­წყო. ეს არის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია „არ­გო­ნავ­ტე­ბის ოქრო“, რო­მე­ლიც შე­მომ­ყვან ტუ­რიზ­მზე მუ­შა­ობს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი იტა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტი ეწ­ვი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს.

- რო­გო­რია თქვე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...

- რო­გორც ჩანს, ბედ­მა თა­ვი­სი ფე­ხით მო­მიყ­ვა­ნა ფლო­რენ­ცი­ა­ში, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მარ­კო სორ­დი­ნი. ქორ­წი­ლი 2018 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­და­ვი­ხა­დეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყა­რი გა­ხა­და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის იტა­ლი­ა­ში ჩა­მოს­ვლამ. ვფიქ­რობ, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში, მშობ­ლე­ბის და და-ძმის თა­ნად­გო­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

მარ­კომ დიდი როლი ითა­მა­შა, რომ შვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა და­გეგ­მილ­ზე ადრე მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა. არც ერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ შვილ­თან თუნ­დაც დრო­ე­ბი­თი და­შო­რე­ბის ტკი­ვილს. ჩემ­სა და ქე­თას შო­რის ძა­ლი­ან ცო­ტაა ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და სულ იმას ვამ­ბობ, რომ ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი თა­ვად გა­ვა­ჩი­ნე. სა­ო­ცა­რი აუ­რის გო­გოა და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. ლი­ცე­უ­მის ბოლო კლას­შია, სა­დაც ახ­ლა­ხან ოთხ სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეს შო­რის შე­არ­ჩი­ეს და პრაქ­ტი­კებ­ზე ინ­დო­ნე­ზი­ის სა­კონ­სუ­ლო­ში მიჰ­ყავთ. განაგრძეთ კითხვა