ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი, მილიონერი და კარდაშიანების დიდი ოჯახობის წარმომადგენელი კაილი ჯენერი თებერვალში გახდა მეორე შვილის დედა. 4 წლის სტორმის შემდეგ კაილიმ ვაჟი გააჩინა, თუმცა ახლა აღიარა პრესასთან, რომ ძალიან გაუჭირდა მშობიარობის შემდგომი პერიოდის გადალახვა.
"სამი კვირა ვტიროდი, ყოველდღე, ისე ცუდად ვიყავი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი და სულ თავი მტკიოდა. ახლა უკეთ ვარ ფსიქოლოგიურად, ყოველდღე არ ვტირი და ეს მაგარია. აღარ მაქვს სხეულთან დაკავშირებული მძიმე მომენტები და არც ფსიქიკასთან", - განაცხადა კაილიმ.
კაილის თქმით, პოსტსამშობიარო დეპრესიის გადალახვას თითქმის ექვსი კვირა დასჭირდა. 6 კვირის შემდეგ ნელ-ნელა მოვიდა გონს.

კაილის ორივე შვილი რეპერ ტრევის სკოტისგან ჰყავს.
რა ნიშნები აქვს დეპრესიას ორსულებში და რა საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას - მეან გინეკოლოგ ნინო ოქროპირიძის რჩევები
"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?" - სოფო შევარდნაძე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე
მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ის მსოფლიო ვარსკვლავებსაც აწუხებთ