როგორ ზრდის 4 გოგონას თაკო ტაბატაძე - "პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და უნდა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის" - მშობლები

როგორ ზრდის 4 გოგონას თაკო ტაბატაძე - "პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და უნდა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის"

2022-10-25 07:23:37+04:00
მას მერე, რაც მეუღლეს - მუსიკოს გია ბაღაშვილს დაშორდა, მსახიობი და მოდელი თაკო ტაბატაძესთან იზრდება მისი 4 ქალიშვილი და ყოფილი მეუღლეც აქტიურად არის ჩართული ბავშვების ცხოვრებაში. როგორც თაკო ინტერვიუებში ამბობს, არ უჭირს ამ ვალდებულებასთან გამკლავება და გოგონებიც უკვე წამოიზარდნენ - თავიანთი ინტერესები აქვთ, ოჯახის ყველა წევრი უთმობს დროს სწავლას და სწავლის შემდგომაც დაკავებულია, საღამოობით კი ერთად იკრიბებიან და ცვლიან შთაბეჭდილებებს.
mshoblebi
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს თაკო, მისთვის გოგოს დედობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა: "დედობა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა გოგოს დედობა მე კიდევ სხვანაირად გავიაზრე წლებთან ერთად, იმიტომ, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და უნდა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის. რომ იყვნენ ძლიერები და მომზადებულები, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები არ შეეხოთ, მათ გადაწყვეტილებებზე ამან არ იმოქმედოს". 

სამწუხაროდ, მას მერე, რაც მეუღლეს გაშორდა და განსაკუთრებით მას მერე, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა მისი რჩეული, ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილი, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს თაკო ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან დიდი აგრესია გაჩნდა. თაკომ ამაზეც გულახდილად ისაუბრა და გამოთქვა წუხილი იმ სასტიკი კომენტარების გამო, რომლებსაც მასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წერდნენ ფეისბუქმომხმარებელი. "ყველაზე მტკივნეული იყო სუიციდური კომენტარები, "შენ თავს უნდა იკლავდე", "უნდა დაიწვა", "მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს, როგორ არ მოკალი, როგორ უშვებ საერთოდ ქუჩაში..." თაკომ შექმნა პრეცედენტი და სამართლებრივადაც უჩივლა კომენტარების ავტორებს...
mshoblebi

თაკო ხშირად აღნიშნავს, რომ ახლა ძალიან ბედნიერია, აქვს თავისი საქმე, დაკავებულია ხშირად გადაღებებით, ბევრ დროს უთმობს შვილებს და ჰყავს საყვარელი ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს. 
mshoblebi

alt"ძნელია ამაზე საუბარი... ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ამხელა სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ" - თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შესახებ პირველად საუბრობს

altგია ბაღაშვილის პირველი კომენტარი ცოლთან დაშორების შემდეგ - "დიახ, მესამე წელია, რაც ცოლ-ქმარი აღარ ვართ..."