ორი კვირის წინ, კარტოფილის საბითუმო ფასმა საქართველოში რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია - 1 კილოგრამის ღირებულება 1,7 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ ფასები ამ ნიშნულის გარშემო სტაბილიზდება, თუმცა როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, მომავალში მოსალოდნელია ფასების ზრდა.
თავდაპირველად, კარტოფილის აღება ივნისში, ქვემო ქართლში იწყება, ოქტომბერში კი ბაზარს სამცხე-ჯავახეთის მოსავალიც ემატება, რომელიც პროდუქტის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონია საქართველოში. საქმე იმაშია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელს აქ საკმაოდ დაბალი მოსავლიანობა იყო. სწორედ ამ ფაქტორის გამო და იმპორტის არარსებობის გამო, ფასებმა ზრდა დაიწყო.
განაგრძეთ კითხვა