შემოდგომის სიგრილე და მოღრუბლულობა ცუდ განწყობას არ უნდა გვიქმნიდეს, რადგანაც ყველა სეზონს თავის დამახასიათებელი პირობები აქვს. სუსხიან ამინდთან ერთად, თბილი და ოქროსფერი დღეებიცაა და ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეგვიძლია. მაგალითად, საყიდლებზე წასვლა, სახლში, თბილ გარემოში წიგნების წაკითხვა და სახალისო ტესტების გაკეთება. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ტესტში ორმა გოგონამ გადაწყვიტა, პარკში, სუფთა ჰაერზე გასულიყო და ოთხფეხა მეგობარიც თან წაეყვანათ. თუმცა, თუ ნახატს კარგად დააკვირდებით, იქ ძაღლის გარდა, კიდევ ერთ ცხოველს, ზღარბს დაინახავთ.
თუ ზღარბის აღმოჩენას შეძლებთ, ასეთ შემთხვევაში, თქვენ კარგი მხედველობა გქონიათ და ასევე კარგი აღქმის უნარი. თუ უფრო მეტად მოინდომებთ, არა მხოლოდ ზღარბს, გედსაც და რამდენიმე სხვა გამოსახულებასაც იპოვით. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდებით ამ ამოცანას. მოგვწერეთ კომენტარებში.