რომელი პროდუქტები სჭირდება ბავშვს, რომ ძვალ-სახსართა სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს - მშობლები

რომელი პროდუქტები სჭირდება ბავშვს, რომ ძვალ-სახსართა სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს - მარი მალაზონიას რჩევები მშობლებს

2022-10-26 10:04:50+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" იმ პროდუქტებსა და სასარგებლო ნივთერებებს ასახელებს, რომლებიც ბავშვის ძვალს-სახსართა სისტემისა და ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი.- რძის ნაწარმი კალციუმის საუკეთესოდ შეთვისების წყაროა, რადგან მასში კალციუმის გარდა, ცილაცაა, რაც ბავშვებისა თუ უფროსების ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას სასიცოცხლოდ სჭირდება. ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცილასთან ერთად რძის ნაწარმი კალციუმს ფოსფორთან სწორ თანაფარდობას გულისხმობს. კალციუმის ასეთი თანაფარდობა არც ერთ სხვა პროდუქტში არ არის. ეს არ არის მხოლოდ რძეში. მაგალითად, ყველი, ამ მხრივ, იდეალურია. თუმცა, რძის ნაწარმში კიდევ არის ისეთი ნივთიერება, რაც ამ პროდუქტებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და ეს D ვიტამინია. ასევე, მზა სახითაა A ვიტამინიც. თუმცა, ძვალ-სახსართა სისტემის ჯანმრთელობისათვის არც მხოლოდ თევზეულია საკმარისი და არც მხოლოდ რძის ნაწარმი. ჩვენ ამ პროდუქტების ბალანსირებული მოხმარება გვჭირდება. D3 ვიტამინს მზა სახით თევზეულიდან და რძის ნაწარმიდან მივიღებთ. ასევე, D2 ვიტამინს მივიღებთ სოკოდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიტამინთან ერთად შესაბამისი რაოდენობის კალციუმი როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან მივიღოთ. მაგალითად, მშრალი ლობიოთი ჩვენ შეიძლება გარკვეული რაოდენობის კალციუმი და მაგნიუმი მივიღოთ. ასევე, კალციუმი შეგვიძლია სხვადასხვა სახეობის კომბოსტოსგან, ან კიდევ მიწასთან ახლოს მზარდი ბოსტნეულის გამოყენებით შევივსოთ. ეს თანაფარდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ ჩვენ ბევრი D ვიტამინი გვაქვს და არ მივიღეთ საკმარისი რაოდენობით კალციუმი, შეიძლება კუნთების ისეთი შეკუმშვა განვითარდეს, რომელიც ტეტანიის სახითაა ცნობილი. ამაში იგულისხმება, მაგალითად, ბავშვების გადაბჟირება, კუნთების უნებური თრთოლვა. mshoblebiგასათვალისწინებელია ცილოვანი კომპონენტის შევსება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგანაც ჩვენს ორგანიზმში მშენებლობა სწორედ ცილით იწყება. არანაკლებ მნიშვნელოვანია C ვიტამინი, რომელიც სეზონურად ნედლი ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ, როგორც მწვანე ფოთლებიდან, ასევე სხვადასხვა სახის ციტრუსიდან. ჩვენს ორგანიზმში კალციუმისა და მაგნიუმის თანაფარდობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გასათვალისწინებელია მაგნიუმისა და თუთიის როლი. რომ შევაჯამოთ, ცილა, კალციუმი, D ვიტამინი, C ვიტამინი, მაგნიუმი, თუთია და K ვიტამინი ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. მაგნიუმის წყაროდ უნდა განვიხილოთ ყველანაირი თხილეული, მარცვლეული და ბურღულეული, პური და ხორბალი, სხვადასხვა სახის თესლი, პარკოსნები. ასევე, თევზეული. K ვიტამინს კი ყველა სახის მწვანე ბოსტნეული მზა სახით შეიცავს. ასევე, ის შეიძლება გარკვეული რაოდენობით კვერცხის გულშიც იყოს. შევთანხმდით, რომ წყლის ადექვატური მოხმარება ყველა სისტემასა და ორგანოს სჭირდება. ზოგჯერ სახსრების პრობლემები სწორედ წყლის ნაკლებობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. სოციალურ ქსელებში შეიძლება აღმოაჩინოთ ინფომაცია, სადაც წერია, რომ თუ გაზიან სასმელს, ან კიდევ ყავას დალევთ, ძვლები დაგეშლებათ. თუ ამ პროდუქტებს არარაციონალურად მოიხმართ, მათში შემავალი ნივთიერებების დამსახურებით დაკარგული კალციუმი შეიძლება საყურადღებო იყოს. მაგრამ, თანამედროვე მედიცინა ამტკიცებს, რომ თუ ჩვენი კვება ბალანსირებულია, მაშინ თუნდაც გაზიანი სასმელის, კოფეინის შემცველი პროდუქტების რაციონალური გამოყენება ძვალ-სახსართა სისტემას არ დააზიანებს. კვებასთან ერთად, ფიზიკური აქტივობის, სწორი დასვენების, დატვირთვის გათვალისწინებით და რაც მთავარია, სტრესისა და ძილის მოწესრიგებით, ბავშვის ძვალი და სახსარი ძლიერი იქნება. ეს მისი ზრდა-განვითარების ნებისმიერ ეტაპზეა აუცილებელი.

alt"ეს 4 მთავარი ნიშანი D ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ამას ყურადღებას არ აქცევდეთ" - გიორგი ღოღობერიძის რჩევები