"ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ვის გამოც არ ვთაკილობდი შრომას, მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა..." - მარიამ ნაკანი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს - მშობლები

"ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ვის გამოც არ ვთაკილობდი შრომას, მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა..." - მარიამ ნაკანი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

2022-12-10 11:27:24+04:00

ცნობილი ფოტოგრაფი და ორი შვილის დედა მარიამ ნაკანი ქალიშვილს, მოდელ ლიტუკა თავაძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს:

"Happy 20th birthday my love.

ეს ის გოგოა, ვის გამოც გადავწყვიტე ვიყო ძლიერი! ეს ის გოგოა, ვის გამოც დავიწყე გადაღება, ვის გამოც არ ვთაკილობდი შრომას, რამდენი რთული გადაღება მქონია, რამდენჯერ მომითმენია დაღლა, დამცირება, უსამართლობა... მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევდი უფლებას, მოვდუნებულოყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, სახლში ლიტუკა მელოდებოდა. დედობა არის ჩემი მთავარი მამოტივირებელი ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, ნომერ პორველი სამსახური, ყველაზე ძვირფასი თანამდებობა და უკიდეგანოდ დიდი ბედნიერება, ჩემი შვილების გამო ვარ და ვიქნები ტოტალურად შრომისმოყვარე და ძლიერი ქალი.

მიყვარხარ, დეკუ. მადლობა, რომ არსებობ, მადლობა, რომ მოევლინე ჩემს ცხოვრებას, მადლობა, რომ ასეთი დახვეწილი არსება ხარ, შენ მასწავლი მე ყველაფერს, მე კი არა, შენ, დე!"

319324597-10160247678122768-3216816152491424971-n-1670658298.jpg

278774237-10159757965922768-4977994050588595155-n-1670658323.jpg