ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
საბავშვო ბაღში სადღესასწაულო ზეიმები ხშირად ტარდება. ამ დროს პატარები ლექსებს ამბობენ. ლექსების სწავლა მათთვის ყოველთვის მარტივი არ არის. ბავშვებს კარგი მეხსიერება აქვთ, თუმცა ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, ლექსების სწავლის პროცესი უფრო იოლი და სახალისო გახადოთ.
ჩვეულებრივ, ბავშვს უჭირს იმის სწავლა, რაც მისთვის გაუგებარია. თუ შეძლებთ ბავშვს აუხსნათ, რას ნიშნავს ან რას ჰგავს ეს სიტყვა და როგორ გამოითქმის, პროცესი უფრო სწრაფად წავა.
გამოიყენეთ წინასწარი სწავლების მეთოდი. ანუ სანამ ეტყვით, რომ ლექსი უნდა ისწავლოს, თქვენ დაიწყეთ მისი წარმოთქმა იმ დროს, როცა ბავშვი მულტფილმით ან თამაშით არ არის დაკავებული. წარმოთქვით მთელი ლექსი ნელა და მკაფიოდ, რამდენჯერმე ზედიზედ. თუ ორი დღის განმავლობაში ლექსს დაახლოებით 10-ჯერ გაიმეორებთ, ბავშვი სრულად არა, ნახევარს მაინც დაიმახსოვრებს.
ლექსი წაუკითხეთ გამომეტყველებით, სახის შესაბამისი მიმიკებით. ის უკეთ გაიგებს და დაიმახსოვრებს მას.
სთხოვეთ თქვენს შვილს გაიმეოროს ორი სტრიქონი. როგორც კი ამას გაუმკლავდება, გადადით შემდეგ ორ სტრიქონზე. თუ ხედავთ, რომ ბავშვი უკვე დაღლილი და დაბნეულია, შეისვენეთ.
თუ ბავშვმა უკვე ისწავლა სტრიქონები, მაგრამ მაინც იჭირს ერთი სრიქონიდან მეორეზე გადასვლა. ამიტომ თქვენ დაიწყეთ სტრიქონი, მან კი დაასრულოს. თანდათანობით მინიშნებები შეამოკლეთ, მიაღწიეთ, რომ თქვენ მხოლოდ სტრიქონის პირველი მარცვალი ან სიტყვა შეახსენოთ.
შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს ბავშვს ასეთი თამაში: თქვით სტრიქონი და ისვრით ბურთს. ის იჭერს და ლექსს აგრძელებს. ის ასევე ამბობს შემდეგ სტრიქონს და ბურთს აგდებს თქვენკენ.
დაწერეთ ან დაბეჭდეთ ლექსი, დაჭერით სტრიქონებად და ეს ფურცლები ერთად დააწყვეთ. ვინაიდან ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია კითხვა, თქვენი ამოცანაა წაიკითხოთ სტრიქონები და ბავშვი იტყვის, რომელი ნაკუწის უნდა დადოთ ჯერ და რომელი - მის შემდეგ.
დილით საუზმის დროს წაიკითხეთ მთელი ლექსი ერთხელ, შემდეგ სთხოვეთ ბავშვს გაიმეოროს იგი. მაშინვე ნუ შეახსენებთ, დაელოდეთ სანამ ის გაიხსენებს სტრიქონებს.
და ბოლოს, თუ ლექსი მაინც ვერ ისწავლა, ესე იგი ამისთვის ჯერ არ არის მზად და არც ის იქნება ტრაგედია, თუ ზეიმზე რაიმე როლს შეასრულებს ლექსის წარმოთქმის გარეშე. დაძალებით ნასწავლი და შემდეგ დაძაბულობით წარმოტქმული ლექსი გაცილებით უარესი შედეგების მომტანია, ვიდრე პასიური როლი ზეიმზე.