"სითბო ნამდვილად მაკლდა... მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ" - ნინო ნადირაძე ბავშვობის ტრავმების შესახებ - მშობლები

"სითბო ნამდვილად მაკლდა... მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ" - ნინო ნადირაძე ბავშვობის ტრავმების შესახებ

2022-12-23 07:45:47+04:00

ექიმი და ტელეწყვნი ნინო ნადირაძე ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ მშობლები მკაცრდ ზრდიდნენ. დღეს კი გადაწყვიტა, სოციალურ ქსელში ბავშვობის ტრავმებზე ესაუბრა:

"ბავშვობის ტრავმებზე:

  1. სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმ წამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო.
  2. არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;
  3. მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცი-თქო, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს.
  4. მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოსწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა, ამიტომ ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ;
  5. ჩემი არსადგაშვება და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით, შედეგად ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს.
  6. ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში, უსასტიკესად.
  7. გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის".

თეკლა ჟვანია