2023 წლიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალება - მშობლები

2023 წლიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები აიკრძალება

2022-12-23 16:09:27+04:00

საქართველოში 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პლასტიკის პარკების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ "ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაში წერია.

მოცემულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანი პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

2023 წლიდან ნებისმიერი სისქისა და ზომის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება და ბიოდეგრადირებად ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალის გამოყენება იქნება დასაშვები.

როგორც ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტში განგვიცხადეს, მომდევნო წლიდან სრულად ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს გამოიყენებენ, ხოლო მოუწევთ თუ არა მასში თანხის გადახდა მომხმარებლებს, ეს თითოეულ კომპანიასა და მაღაზიაზე იქნება დამოკიდებული.

თამარ იაკობაშვილი