ეს ულამაზესი გოგონა სიმაი ბარლასია, რომელიც ცნობილ სერიალ "აზიზში" გამოჩნდა, მანამდე კი რამდენიმე სხვა თურქულ სერიალში გაიბრწყინა. თუმცა მურატ ილდირიმის პარტნიორობა განსაკუთრებული იყო და თანაც, ამ როლისთვის ფაქტობრივად მთელი სერიალის განმავლობაში უმაკიაჟოდ მოუწია ყოფნა.
სიმაი 1996 წლის 8 მაისს სტამბოლში დაიბადა. ბავშვობაში ბალეტით იყო გატაცებული, 16 წლიდან კი უკვე მონაწილეობდა გადაღებებსა და ჩვენებებში - როგორც ბევრმა მისმა კოლეგამ, კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო. სტამბოლშივე დაამთავრა ბილგის უნივერსიტეტი და შემდეგ აქტიურად დაიწყო მსახიობობა.

უფროსი ძმა ჰყავს, რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორია.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ბოლო პერიოდში თურქ კალათბურთელ სონერ კორკმაზს ხვდება.


