თურქული კინოს კავკასიელი ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მსახიობი კოლეგებს შორის - მშობლები

თურქული კინოს კავკასიელი ვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მსახიობი კოლეგებს შორის

2022-12-26 21:56:53+04:00

დამლა სონმეზი თურქეთში ახლა ნამდვილი ვარსკვლავია. ის 1987 წელს სტამბოლში დაიბადა, თუმცა წარმოშობით კავკასიელია - ჩერქეზული ფესვები აქვს და ეს მის გარეგნობაშიც ჩანს.

სტამბოლში მიიღო პირველი განათლება. სკოლის ასაკიდან მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში და სარეკლამო რგოლებში.

უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა და პარიზის პრესტიჟული სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1588082432-chukur-1672078184.jpg

გარდა ამისა, ორი წელი კონსერვატორიაში ეუფლებოდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას. პარიზის შემდეგ კი სტამბოლის უნივერსიტეტში სამსახიობო განათლებაც მიიღო.

2004 წლიდან თამაშობს კინოში და სულ მალე გახდა სერიალების ვარსკვლავი.damla-sonmez-2693-1672078212.jpg

ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა "აზიზი", რომელშიც მურატ ილდირიმს გაუწია პარტნიორობა.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, დაქორწინებული არ არის, თუმცა წლებია ხვდება მსახიობ უსხან ჩაკირს.

1552759532-image-1672078238.jpgdolma-1672078257.jpg

ბალეტიდან კინოში მოსული მშვენიერი გოგონა და უმაკიაჟოდ ნათამაშები შთამბეჭდავი როლი