ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია ცოტა ხნის წინ,ათწლიანი ქორწინების შემდეგ გაშორდა მეორე მეუღლეს - სანდრო შელიას, რომელთანაც ერთი საერთო ვაჟი ჰყავს. მანამდე ის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ორი შვილი - ედუარდი და სანი შეეძინა.
განქორწინებიდან რამდენიმე თვეში თათიამ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვა და საახალწლო მილოცვაც რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს მოაყოლა:
"2022 წლის შეჯამება - სიყვარული, გულწრფელობა, მადლიერება!!! საუკეთესო 2023 გქონოდეთ ყველას, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო! ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიყვარულით სავსე გული! ყველაფერი მაგრად იქნება! არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, არ არსებობს დაუძლეველი სირთულე. მთავარია ჯანმრთელობა, მთავარია გვჯეროდეს, გვსურდეს, ვიბრძოდეთ. ტოქსიკური ადამიანები გავუშვათ ცხოვრებიდან - ისინი აბინძურებენ ჩვენს გარშემო აურას. ვიცხოვროთ ერთმანეთზე შეყვარებულმა - ეს სიტყვები ჩემთვის კვლავ მამოძრავებელ ძალად რჩება.
მიყვარხართ! მაბედნიერებთ! მეძვირფასებით!"
თათიას რჩეული ბიზნესმენი ჯარჯი თორაძეა, რომელიც ცნობილი ძმები თორაძეებიდან (რომელთა მკვლელობაზე წლების წინ მთელი ქვეყანა საუბრობდა) ერთ-ერთის, ზაზა თორაძის ვაჟია და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.